„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №261
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 138, 18/09/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 182-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. პარლამენტის კომიტეტებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა, უმრავლესობამ, უმცირესობამ, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილონ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინონ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 18 სექტემბრისა.
2. საქართველოს კონტროლის პალატამ დასკვნა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესახებ წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 18 სექტემბრისა.
3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართოს არა უგვიანეს 19 სექტემბრისა.
4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი დასკვნა და სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 22 სექტემბრისა.
5. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 22 სექტემბრისა.
6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა.
7. პარლამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არა უგვიანეს 26 სექტემბრისა.
8. პარლამენტის მიერ განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება.
9. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა კომიტეტებმა, ფრაქციებმა, უმრავლესობამ, უმცირესობამ, ცალკეულმა პარლამენტის წევრებმა თავიანთი დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) წარუდგინონ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი და შემოსული დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) გაუგზავნოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა.
10. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები და წინადადებები (შენიშვნები) წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 30 სექტემბრისა.
11. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 4 ოქტომბრისა.
12. პარლამენტმა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არა უადრეს 8 ოქტომბრისა.
13. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 12 სექტემბერი.
№261–IIს