სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №393
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016893
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 18.02.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 03.02.2026 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 09.07.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 31.12.2015 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 02.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №393 2019 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 56-ე მუხლის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად. 2. განისაზღვროს დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად. 3. განისაზღვროს სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. 4. განისაზღვროს სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №4 დანართის შესაბამისად. 5. განისაზღვროს სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მენიუ-განრიგში გამოყენებული რაციონის სასურსათო ნორმები  სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №5 დანართის,  ყოველკვირეული მენიუ-განრიგი სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №6 დანართის, განწესში ყოფნისას მშრალი სასურსათო ნორმა ამ ბრძანების №7 დანართის, საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო ნორმა ამ ბრძანების №8 დანართისა და ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლების ნორმა ამ ბრძანების №9 დანართის შესაბამისად. 6. განისაზღვროს დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ამ ბრძანების №10 დანართის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ვრცელდება დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს იმ მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24-საათიან სამორიგეო ცვლაში. 7. სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული იმ პენიტენციური დაწესებულებისთვის განსაზღვრული კვების ნორმების შესაბამისად, სადაც მუშაობს შესაბამისი მოსამსახურე. 8. სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა დღიური კვება უნდა იყოს ორჯერადი (სადილი და ვახშამი). 9. ამ ბრძანების მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება სამსახურის პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24-საათიან სამორიგეო ცვლაში. 10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის №165 ბრძანება. 11. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 22 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი