„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რე­ა­გი­რე­ბის ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №164, მუხლი 1804) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საბჭოს თავმჯდომარე

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ბაკურ კვეზერელი   – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური