ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩისათვის და ამ ქუჩის შესახვევებისა და ჩიხებისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 10.04.2019
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 13
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის №3 და №4 ქუჩებისათვის 2011 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტ რეზო ბერიძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩისათვის და ამ ქუჩის შესახვევებისა და ჩიხებისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №2713
2019 წლის 10 აპრილი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩისათვის და ამ ქუჩის შესახვევებისა და ჩიხებისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 18 მარტის №14 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩას და ამ ქუჩის შესახვევებსა და ჩიხებს მიენიჭოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელი (რუკა თან ერთვის).
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმების ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი