2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ - შპს ,,პლაზა ფიტნესი’’

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32630-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32630-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ

2019 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი – შპს „პლაზა ფიტნესი“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404898777)

დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხი და,

გამოარკვია:

2017 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „პლაზა ფიტნესი“ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „პლაზა ფიტნესის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები როინ მოსეშვილი, თინათინ ფერაძე და მაკა თინიკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 1 თებერვალს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „პლაზა ფიტნესის“ (ს/კ 404898777) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო.

2017 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც  შპს „პლაზა ფიტნესის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს  „პლაზა ფიტნესის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

2017 წლის 25 დეკემბერს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ წარმოადგინა შპს „პლაზა ფიტნესის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, დასრულდა შპს „პლაზა ფიტნესის“ (ს/ნ 404898777) გაკოტრების საქმის წარმოება და კომპანია გამოცხადდა გაკოტრებულად. ამავე განჩინებით, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალა შპს „პლაზა ფიტნესის“ რეგისტრაციის გაუქმება.  

სასამართლომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განჩინებაში უნდა შევიდეს შეწორება, შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები, ხოლო ამავე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, დასრულდა შპს „პლაზა ფიტნესის“ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება. შპს „პლაზა ფიტნესის“ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების ფარგლებში, მეურვის ფუნქცია/მოვალეობას აგრეთვე, კომპანიის გაკოტრების პროცესში, საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. გაკოტრების მართველის წარმომდგენლის ლელა ხაციკიდუს მიერ, 2017 წლის 12 დეკემბერს წარმოადგენილი საბოლოო ანგარიშის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა, როგორც მეურვის ფუნქცია/მოვალეობის განხორციელებისათვის შეადგენს 27 019.4869 ლარს. აღნიშნული გარემოება არ არის გათვალისწინებული 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შესწორდეს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება და უკვე მითითებულ სხვა რიგის მოთხოვნებს დაემატოს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, როგორც მეურვის ფუნქია/მოვალეობებისათვის განხორციელებული 27 019.4869 ლარის ოდენობით გადასარიცხი თანხა. 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გასწორდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება და მითითებულ მოთხოვნებს დაემატოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც მეურვის ფუნქცია/მოვალეობისათვის გაწეული მომსახურების საფასური 27 019.4869 ლარის ოდენობით.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

მოსამართლე:                            თამარ ბურჯანაძე