„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.017194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №107

2019 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-9 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსების, ბუღალტერიის ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსების, ბუღალტერიის ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

5. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

ბ) იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსების, ბუღალტერიის ან საგადასახადო დავების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“.

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.04.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №107. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.033.017194.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №107, 15.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017194 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4536717/