აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.04.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 190020060.32.061.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2019
matsne.gov.ge 4,849 სიტყვა · ~24 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 03.04.2019 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 16.01.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 27.01.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 14.05.2018 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 94% 18.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 2019 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს: თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების  მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი (შემდგომში – წესი ) აწესრიგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა ) სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი სამინისტროს (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო ) მიერ გრანტების გაცემისა და მიღების პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება -მოვალეობებს . მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) გრანტი – არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სისტემაში შესაბამისი სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით , რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური , საგანმანათლებლო , სამეცნიერო -კვლევითი , ჯანმრთელობის დაცვის , კულტურული , სპორტული , ეკოლოგიური , სასოფლო -სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების , აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის ; ბ ) საგრანტო პროგრამა – შესაბამისი სამინისტროს მიერ მთავრობასთან შეთანხმებით შემუშავებული და დამტკიცებული ერთიანი პროგრამა , რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო პროგრამებისა და შესაბამისი თემების აქტუალურობის , საგრანტო პროგრამის მიზნების , მიმართულებების (პრიორიტეტების ), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ ; გ ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა , რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას ; დ ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ; ე ) განმცხადებელი – საქართველოს მოქალაქე , მათ შორის , აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირები ; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი ; არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი , საჯარო სამართლის იურიდიული პირი , რომელმაც მიმართა შესაბამის სამინისტროს განაცხადით , გრანტის მიღების მიზნით ; ვ ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი , რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული ; ზ ) საგრანტო წინადადება – წინადადება , რომლითაც განმცხადებელმა მიმართა მთავრობას /შესაბამის სამინისტროს გრანტის მიღების მოთხოვნით ; თ ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი , რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად ; ი ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი , რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან /და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის ; კ ) გრანტის მიმღები – ამ წესის მიზნებისთვის გრანტის მიმღები არის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ; საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , მისი წარმომადგენლობა , ფილიალი , განყოფილება ; საჯარო სამართლის იურიდიული პირი ; საქართველოს მოქალაქე ; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი ; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი ; აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ; საერთაშორისო ორგანიზაცია , სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ; „სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული , სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ; საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში , რომლის მიერ წარდგენილი საგრანტო წინადადებაც გაიმარჯვებს საგრანტო კონკურსზე ; ლ ) გრანტის გამცემი – - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტრო , რომელიც ამ წესის მიზნებისათვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით ; მ ) საგრანტო საბჭო – შესაბამისი სამინისტროს მიერ , საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო ; ნ ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა , რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან /და გაანგარიშების დროს , ასევე ორთოგრაფიული , არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა . მუხლი 3🔗. გრანტის გაცემისა და მიღების პრინციპები გრანტი გაიცემა და მიიღება თავისუფალი კონკურენციის , ეფექტიანობის , გამჭვირვალობის , ანგარიშვალდებულების , კანონის წინაშე თანასწორობის , დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით . მუხლი 4🔗. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ “ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და, ასევე , არასაბიუჯეტო რესურსების გამოყენებით . მუხლი 5🔗. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს შესაბამისი სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული , ხოლო ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი მთავრობასთან შეთანხმებით . 2. საგრანტო პროგრამა შედგება შესაბამისი სამინისტროს კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად . 3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს : ა ) პროგრამის დასახელებას , მიზანს , მოკლე აღწერას ; ბ ) მოსალოდნელ შედეგებს /სარგებელს; გ ) დაფინანსების ან /და თანადაფინანსების პირობებსა და ოდენობას ; დ ) პროგრამის დაგეგმილ ხანგრძლივობას ან /და შედეგის (შედეგების ) მიღწევის დაგეგმილ ვადას . 4. სამინისტროს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად , შესაბამისი სამინისტროს სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით . 5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი მთავრობასთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . მუხლი 6🔗. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა 1. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს შესაბამისი სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული /დაზუსტებული ასიგნებების , საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან /და სხვა გარემოებების ცვლილება . საგრანტო პროგრამაში ცვლილებები ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს . 2. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით , შესაბამისი მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს შესაბამისი სამინისტროს საგრანტო საბჭო . 3. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი მინისტრის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში . მუხლი 7🔗. საგრანტო საბჭო 1.საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით , შესაბამისი მინისტრი ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში – საბჭო ). 2. საბჭოს შექმნის შესახებ შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა , მათ შორის , საბჭოს სარეზერვო წევრები . საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე . 3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი . საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია დაადასტუროს , რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას , რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით . 4. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს . კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ნებისმიერ წევრს . თითოეულ წარდგენილ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ -ცალკე . არჩეულად ითვლება ის კანდიდატი , რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი , რომელიც სხვაზე უფრო მეტმა წევრმა წარადგინა , ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატის დასახელება და არჩევის პროცედურა იწყება თავიდან . 5. საბჭოს წევრის სარეზერვო წევრით ჩანაცვლება ხორციელდება ამ წესის მე -10 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული წესით . 6. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია შესაბამისი მინისტრის წინაშე . არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან /და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით . 7. საბჭო : ა ) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ; ბ ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს ; გ ) ადგენს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ და გამოსაქვეყნებლად გადასცემს შესაბამისი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ; დ ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან ; ე ) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ ; ვ ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ ; ზ ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ; თ ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს . 8. საბჭო შედგება , სულ მცირე , ხუთი წევრისაგან . 9. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე . 10. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე . 11. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახებ . 12. საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო , ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი მინისტრის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული . მუხლი 8🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება : ა ) საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ; ბ ) იმ ვადის გასვლის შემდეგ , რა ვადითაც იგი დაინიშნა ; გ ) საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამის მინისტრის გადაწყვეტილებით ; დ ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულქმედუნარიანად ; ე ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უგზო -უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ; ვ ) გარდაიცვალა ; ზ ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ; თ ) საბჭოს წევრის უფლებამოსილება შესაძლოა შეწყდეს , თუ იგი გათავისუფლდა იმ თანამდებობიდან , რომელზე ყოფნის გამოც იქნა დანიშნული საბჭოს წევრად . მუხლი 9🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას , კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი და მოწვეული ექსპერტი , თუ : ა ) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია ; ბ ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ; გ ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე ) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია ; დ ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან ; ე ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან . 2.ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება : 3.ა ) პირდაპირი ხაზის ნათესავი ;  ბ ) მეუღლე , მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და /ძმა ; გ ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და /ძმა ; დ ) და /ძმა , მათი მეუღლეები და შვილები ; 4. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა . საბჭოს წევრი , რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი , ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით . საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების /აცილების შესახებ საკითხს . გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება /რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება . საბჭოს წევრი აცილებულად /თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან . მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად , რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარე , ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე . 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი , რომელთაც სხდომის ჩატარების თარიღი უნდა ეცნობოთ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე . საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ). სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ასევე სავალდებულოა საბჭოს სარეზერვო წევრების ინფორმირება . 3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე , გარდა ამ წესის მე -15 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . 4. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა . 5. თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა რაოდენობა , ამ წესის მე -9 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად ან საბჭოს წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო , შემცირდება ნახევარზე მეტად , საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მუშაობაში , ხმის უფლებით , საბჭოს სარეზერვო წევრების , სულ მცირე , იმ რაოდენობით ჩართვის შესახებ , რაც საკმარისი იქნება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად . წინააღმდეგ შემთხვევაში , საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით . 6. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით , საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება . საბჭოს წევრს აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან . 7. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება , თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა . 8. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში . 9. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემს . 10. საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ წესის შესაბამისად . 11. გრანტის გაცემისა და მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მინისტრი . მუხლი 11🔗. ექსპერტის მოწვევა 1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო პროგრამის შემუშავების , საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ან /და გრანტის გაცემის პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი . 2. საბჭო ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე , რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება . 3. ექსპერტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი დასკვნა საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში . 4. ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოუდგენლობა , ასევე დასკვნის დაგვიანებით ან /და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას . 5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვის . მუხლი 12🔗. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენა 1. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს ერთ -ერთი წევრი ამ წესის შესაბამისად . 2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით (თუ ეს შესაძლებელია ), რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად . თუ რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს , ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს . 3. სხდომის ოქმში შეიტანება : ა ) საბჭოს დასახელება ; ბ ) სხდომის დრო და ადგილი ; გ ) დღის წესრიგი ; დ ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი , გვარი და სტატუსი ; ე ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი , გვარი და სტატუსი ; ვ ) განხილვის მოკლე აღწერა ; ზ ) კენჭისყრის შედეგები ; თ ) მიღებული გადაწყვეტილებები . 4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება შესაბამის სამინისტროში . მუხლი 13🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია შესაბამისი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ . 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე . საგრანტო განაცხადების მიღებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა იყოს ხუთ სამუშაო დღეზე ნაკლები საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან . 3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას : ა ) გრანტის გამცემის დასახელება ; ბ ) შესაბამისი სფეროს დასახელება , საქმიანობის /მომსახურების აღწერა და ის მიზნები , რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით ; გ ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები ; დ ) შეფასების კრიტერიუმები ; ე ) საგრანტო ვადა ; ვ ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა ; ზ ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ; თ ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი ; ი ) საგრანტო ხელშეკრულების პროექტი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესათანხმებლად იქნება წარდგენილი მთავრობასთან . მუხლი 14🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ დადგენილების საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად, ადგენს შესაბამისი მინისტრი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინების საფუძველზე . 2. მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა , სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს , სისტემაში არსებული კითხვა -პასუხის მოდულის მეშვეობით , მოსთხოვოს საგრანტო საბჭოს კონკურსის პირობების შესახებ განმარტებები და ინფორმაცია . თავის მხრივ , საგრანტო საბჭო ვალდებულია , კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა , კითხვა -პასუხის მოდულის მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი განმარტება . ამ პუნქტით დადგენილი განმარტება შესაძლებელია გააკეთოს საბჭოს თავმჯდომარემ , რის თაობაზეც საგრანტო საბჭოს პირველივე სხდომაზე ეცნობებათ საგრანტო საბჭოს წევრებს . 3. ორგანიზაცია , რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული . 4. საბჭოს უფლება აქვს , საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა , ასევე ცნობა მოვალეთა რეესტრიდან . 5. იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელმა 2 სამუშაო დღეში ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ცნობა საგადასახადო დავალიანების არსებობის ან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში , საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის წარმომდგენი განმცხადებლის დისკვალიფიკაციის თაობაზე . მუხლი 15🔗. საგრანტო განაცხადის წარდგენა და განხილვა 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებლის მიერ მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით , შესაბამისი მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტთა ერთობლიობას , რომელიც მოიცავს , სულ მცირე : ა ) საგრანტო განაცხადის ფორმას (ტიპურ ფორმას , საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . საგრანტო განაცხადის ფორმა ქვეყნდება მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ) და საგრანტო წინადადებას შესაბამისი დანართებით ; ბ ) განმცხადებლის დებულებას /წესდებას ; გ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს ; დ ) იურიდილი პირის შემთხვევაში – ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან . 2. საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . 3. საგრანტო განაცხადის დადგენილ მოთხოვნებთან ტექნიკურ შესაბამისობას ადგენს შესაბამისი სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას . თუ საგრანტო განცხადება შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს , განმცხადებელს მიეცემა არანაკლებ 2 სამუშაო დღე მის აღმოსაფხვრელად . ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადების დისკვალიფიკაციის შესახებ საკითხს წყვეტს საბჭო . 4. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ , საბჭოს სხდომაზე . 5. საგრანტო განაცხადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობისას ექვემდებარება დისკვალიფიკაციას . წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ შევსება /გასწორება დაუშვებელია . საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას , თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს , რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება კონკურსის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს . 6. საბჭო უფლებამოსილია, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია /დოკუმენტაცია და განმცხადებელს ამისათვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა . 7. საგრანტო განაცხადის დაზუსტების მიზნით საბჭო უფლებამოსილია , მოითხოვოს განმცხადებელთან შეხვედრა . გადაწყვეტილებას განმცხადებლის საბჭოს სხდომაზე მოწვევის შესახებ იღებს საბჭო , რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სხდომის დღეს და ამის შესახებ განმცხადებელს აცნობებს სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა .  8. გადაწყვეტილებას განმცხადებლის სხდომაზე მოწვევის შესახებ საბჭო აქვეყნებს მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე , ასევე აცნობებს განმცხადებელს ტელეფონის ან /და ელ -ფოსტის მეშვეობით . საბჭოს სხდომა , რომელზეც მოწვეულია განმცხადებელი , საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ყველა განმცხადებელს , გარდა ამ წესის მე -19 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიცირებული პირებისა . 9. საბჭოს წევრები ცალ -ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან . 10.იმ შემთხვევაში , თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული , სხდომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭო შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის მინისტრს საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების , საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ . მუხლი 16🔗. საგრანტო განაცხადი 1. საგრანტო განაცხადის ტიპურ ფორმას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . 2. საგრანტო განაცხადს თან უნდა ერთოდეს საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში აღნიშნული ყველა დამატებითი დოკუმენტაცია . 3. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით საბჭოს წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას . 4. საგრანტო განცხადების დოკუმენტების მიღების თარიღად და დროდ ითვლება მათი შესაბამის ელექტრონულ სისტემაზე გაგზავნის ან წერილობითი სახით საგრანტო განცხადების შესაბამისი სამინისტროს კანცელარიაში რეგისტრაციის დრო . მუხლი 17🔗. საგრანტო წინადადება 1. საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს : ა ) თუ როგორ , რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურების შესრულებას . ასევე ინფორმაციას იმის შესახებ , განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურებას დამოუკიდებლად შეასრულებს თუ ისარგებლებს ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების ) შესაძლებლობით ; ბ ) გრანტის ოდენობას , რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურების შესრულებას ; გ ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს ; დ ) შესრულების ვადას ; ე ) მოსალოდნელ შედეგს ; ვ ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების , მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ ; ზ ) ინფორმაციას იმის შესახებ , თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებას . 2. განმცხადებელს უფლება აქვს ერთ მიმართულებაზე (ლოტზე ) წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება . მუხლი 18🔗. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს შესაბამისი მინისტრი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინების საფუძველზე , ამ წესისა და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად . 2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებასთან ერთად მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით . 3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია : ა ) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი ; ბ ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა ; გ ) ადამიანური რესურსების გამოცდილება ; დ ) საგრანტო წინადადების ხარჯთეფექტიანობა ; ე ) საგრანტო წინადადებით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისობა მისაღწევ მიზნებთან . 4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს . 5. საგრანტო წინადადებები ფასდება საბჭოს მიერ ცალ -ცალკე, საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით . მუხლი 19🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ საბჭო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას . შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა . 2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ; 3. შერჩევის პროცესში საბჭო ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად : ა ) საგრანტო განაცხადები , რომელთა მიმართ არსებობს დისკვალიფიკაციის საფუძველი ; ბ ) საგრანტო განაცხადები , რომლებიც უნდა იქნეს განხილული . 4. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით . 5. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი . განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , ან : ა ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი , რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ; ბ ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი , რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ , ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად , ამ წესის მე -15 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად , საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე ; გ ) განმცხადებელი არ გამოცხადდა ამ წესის მე -15 მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად საბჭოს მიერ დანიშნულ სხდომაზე , რის გამოც საბჭოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომელთა დაზუსტების მიზნითაც განმცხადებელი მოწვეულ იქნა ამ სხდომაზე ; დ ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ; ე ) ერთი სუბიექტის მიერ ერთ ლოტზე წარმოდგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება ; ვ ) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი ; ზ ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე . მუხლი 20🔗. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას . შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ -ცალკე , დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით . ასევე , საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა -განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობითი ან ზეპირი ) და /ან ექსპერტისაგან . 2. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს სხდომაზე შეფასებაში მონაწილე წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების ჯამის გაყოფით საბჭოს იმ წევრების რაოდენობაზე , რომელიც მონაწილეობას ღებულობს შეფასებაში (საშუალო არითმეტიკული ). 3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება , რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს , თუ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგრანტო წინადადების უარყოფის შესახებ . 4. საგრანტო საბჭოს აქვს უფლება , მოთხოვნილზე დაბალი თანხით დააფინანსოს საგრანტო წინადადება . 5. თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე , საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ან ქულათა რეიტინგით მომდევნო განმცხადებლის გამარჯვებულად ცნობის შესახებ , თუ ის დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს . 6. თუ საგრანტო წინადადებამ მიიღო მაქსიმალური ქულის ნახევარზე ნაკლები , საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს დასვას საგრანტო წინადადების უარყოფის საკითხი . ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება საგრანტო წინადადების უარყოფას . თუ კენჭისყრის შედეგად საგრანტო წინადადება არ იქნა უარყოფილი , იგი ჩაითვლება მიღებულად . 7. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა , მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით . კენჭისყრის შედეგად ორი ან რამდენიმე საგრანტო წინადადების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში საგრანტო წინადადების განხილვისა და შესწავლის პროცედურა იწყება თავიდან . 8. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე . 9. იმ შემთხვევაში , თუ საგრანტო საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკურსის ჩატარებას არსებითად განსხვავებული პირობებით , რის საფუძველზეც განხორციელდება ცვლილება საგრანტო პროგრამაში ამ წესის შესაბამისად , შესაბამისი მინისტრი უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის შეწყვეტის შესახებ . მუხლი 21🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა 1. საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში . 2. გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენის შემდეგ , საბჭო მიმართავს შესაბამის მინისტრს რეკომენდაციით გრანტის გაცემისა და მიღების გაცემის შესახებ . 3. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტის გაცემისა და მიღების თაობაზე , იღებს შესაბამისი მინისტრი . მუხლი 22🔗. გასაჩივრება 1. გრანტის გამცემის და საბჭოს ნებისმიერი ქმედება ან /და გადაწყვეტილება ან საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით . 2. საბჭოს ქმედება ან /და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გრანტის გამცემთან ან /და სასამართლოში . 3. გრანტის გამცემის ქმედება ან /და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან ) ან სასამართლოში . 4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან საგრანტო ხელშეკრულების დადების პროცესს , თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჩერების გამომრიცხავი სხვა გარემოებები . თუ მოსალოდნელია გასაჩივრების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის გახანგრძლივება 1 თვეზე მეტი ხნით და შეჩერებულია შემდგომი პროცედურების განხორციელება , რაც საფრთხეს უქმნის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროულად დაწყებასა და შესრულებას , შესაბამისი მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ . მუხლი 23🔗. სამინისტროს მიერ გრანტის გაცემასთან და მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. შესაბამისი სამინისტრო გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე წარუდგენს მთავრობას , გრანტის გაცემის მიზნის , გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის . 2. გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს თან უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადებითი დასკვნა . 3. სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 1%-ს , თუ მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება . 4. სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის მიღების მიზნის , მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით ) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით . მუხლი 24🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა შესაბამის სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით . 2. საგრანტო ხელშეკრულების პროექტი მის გაფორმებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად წარედგინება მთავრობას . 3. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება , გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და შესაბამისი მინისტრის გადაწყვეტილება საბჭოს მიერ გამარჯვებულად ცნობილი პროექტის საგრანტო დაფინანსების შესახებ . 4. საგრანტო ხელშეკრულების დადების , შეჩერების , შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით . 5. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი , თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და გამცემს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით . ამასთან , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს . 6. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი წესით თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა , გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის იდება საგრანტო ხელშეკრულება . 7. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში , როცა : ა ) არსებითად შეიცვალა გარემოება , რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება ; ბ ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი ; გ ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი . 8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში , გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ . სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი . 9. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „ბ “ და „გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , 7 დღის ვადაში შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ . მუხლი 25🔗. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი 1.გრანტის გაცემისა და მიღების სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემ შესაბამის სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის , აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების ) გამოყოფის შესახებ . ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს : ა ) გრანტის გაცემის მიზანს ; ბ ) მოცულობას ; გ ) სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას; დ ) მათი ათვისების ვადებს და ძირითად მოთხოვნებს , რომლებსაც გრანტის გამცემი სამინისტრო უყენებს გრანტის მიმღებს . 2. საგრანტო ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს : ა ) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს ; ბ )მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ ; გ ) შესასრულებელი სამუშაოს /მომსახურების აღწერას ; დ ) მხარეთა უფლება -მოვალეობებს ; ე ) შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს , ვადას , და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს ; ვ ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ; ზ ) შესასრულებელი სამუშაოს /მომსახურების ვადას , ეტაპებს ; თ ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს ; ი ) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების ) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); კ ) სამუშაოს /მომსახურების შესრულების დადასტურების წესს ; ლ ) ანგარიშგების წესს ; მ ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს ; ნ ) დავის გადაწყვეტის წესს ; ო ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას ). მუხლი 26🔗. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა 1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში გრანტის გამცემის ჩარევა დაუშვებელია . 2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ წესითა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება . მუხლი 27🔗. მონიტორინგი 1. შესაბამისი სამინისტრო ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე . 2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში . 3. პერიოდული და საბოლოო ანგარიშების ფორმას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . ანგარიშგების ფორმები წარმოადგენს საგრანტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს . 4. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას : ა ) გრანტის მიმღების შესახებ ; ბ ) გრანტის გაცემის სფეროს , მიზნების , ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ ; გ ) გრანტის მოცულობის შესახებ ; დ ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ ; ე ) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ , ვადებისა და მიღწეული მიზნების შეფასების მითითებით ; ვ ) დანახარჯების შესახებ; ზ ) განხორციელებული აქტივობების ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ . 5. გრანტის გამცემი უფლებამოსილია , ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობის გარდა , გრანტის მიმღებს მოსთხოვოს საგრანტო პროგრამის მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა , რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს . 6. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე . გრანტის გამცემი უფლებამოსილია , გრანტის მიმღებს მოსთხოვოს ამ მუხლის მე -2 და 5 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშთან დაკავშირებული განმარტებების ან /და დამატებითი დასაბუთების , ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება . მუხლი 28🔗. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან /და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან /და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს , გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით . 2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას , გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ . დარღვევის აღმოფხვრამდე შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად . 3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით . 4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები . მუხლი 29🔗. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო თანხის ხარჯვის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება გამოუყენებელი თანხები და თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა , გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს აუთვისებელი თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით .