გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2019
matsne.gov.ge 338 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №86 2019 წლის 12 აპრილი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში გეოგრაფიული ობიექტისთვის „მშვიდობის“ ქუჩის სახელის დარქმევის შესახებ, რომლის კოორდინატებია: სავარაუდო სიგრძე 402 მეტრი; საწყისი კოორდინატები: X – 420392; Y – 4669915; საბოლოო კოორდინატები: X – 420393; Y – 4669542; ჩრდილოეთით ესაზღვრება – გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის (ს-10) საერთაშორისო მნიშვნელობის ს/გზა; აღმოსავლეთით ესაზღვრება – კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (ს.კ. 66.49.13.185; 66.49.13.090; 66.49.13.184); სამხრეთით ესაზღვრება – კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (ს.კ. 66.49.13.208; 66.49.13.087); დასავლეთით ესაზღვრება – კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (66.49.11.109; 66.49.11.006; 66.49.11.106). სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 18 მარტის №14 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის უსახელო ქუჩას, რომლის კოორდინატებია: სავარაუდო სიგრძე 402 მეტრი; საწყისი კოორდინატები: X – 420392; Y – 4669915; საბოლოო კოორდინატები: X – 420393; Y – 4669542; ჩრდილოეთით ესაზღვრება – გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის (ს-10) საერთაშორისო მნიშვნელობის ს/გზა; აღმოსავლეთით ესაზღვრება – კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (ს.კ. 66.49.13.185; 66.49.13.090; 66.49.13.184); სამხრეთით ესაზღვრება – კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (ს.კ. 66.49.13.208; 66.49.13.087); დასავლეთით ესაზღვრება – კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (66.49.11.109; 66.49.11.006; 66.49.11.106) დაერქვას – „მშვიდობის“ სახელი. 2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30). საკრებულოს თავმჯდომარე                  დავით რაზმაძე