გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 12.04.2019
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
@page Section1 {size:596.0pt 842.0pt; margin:16.0pt 37.0pt 14.0pt 37.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულება №88
2019 წლის 12 აპრილი
ქ. გორი
გეოგრაფიული
ობიექტის
სახელდების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს ინიციატივა ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი, რადგან იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1910-1915 წლებში) და ქართველთა წერა-კითხვის საზოგადოების გორის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: საწყისი კოორდინატები: X-425842; Y-4647070; საბოლოო კოორდინატები: X- 425990; Y-4646921.
სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №11 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე „ნავთსადენის“ ქუჩას, რომლის კოორდინატებია: საწყისი კოორდინატები: X- 425842; Y-4647070; საბოლოო კოორდინატები: X-425990; Y-4646921, ეწოდოს ვარლამ მგალობლიშვილის სახელი.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე