შპს „აქუაფაბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33473-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 330219617002196349 (2/33473-17) განჩინება
საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
 

2019 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

  
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე


განმცხადებელი (კრედიტორი) – სსიპ – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს „აქუაფაბი“ (ს/კ 443859497)
წარმომადგენელი – სალომე აბრამიშვილი
გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – ლელა ხაციკიდუ
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გამოარკვია:

2017 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა წარმომადგენელმა ბექა შუბლაძემ და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „აქუაფაბს“ უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აქუაფაბის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 01 დეკემბერს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „აქუაფაბის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 იანვრის განჩინებით, განმცხადებლის შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „აქუაფაბის“ (ს/კ 443859497) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) და კანონით დადგენილი წესით მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება, შემოწმებული იქნა შპს „აქუაფაბის“ მიმართ კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა. 2018 წლის 11 ოქტომბრის კრედიტორთა კრებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „აქუაფაბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო).
2019 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა, – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, მოითხოვა კრების მოწვევა შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, შპს „აქუაფაბის“ ჰყავს ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი: სსიპ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელსაც მოთხოვნა არ წარმოუდგენია. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს „აქუაფაბის“ ქონება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნია სამი დასახელების მოძრავი ნივთი (რომლებიც რეალიზებულია აუქციონზე და ამონაგებმა თანხამ შადგინა 82,12 ლარი), მოვალის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე არ აქვს დადებითი ნაშთი საბანკო ანგარიშზე და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია, რომ შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, 2019 წლის 18 იანვარს დასრულებულ აუქციონზე მოვალის ქონების შემძენი გახდა ლევან ელბაქიძე, რომლის გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 82,12 ლარი. აღნიშნული თანხა ნაწილდება საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად, მეურვის და გაკოტრების მმართველის ფუნქციების განხორციელების საფასურის სახით.
ამდენად, დადგენილია, რომ შპს „აქუაფაბის“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და აღნიშნული გარემოება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და


დაადგინა:

1. დასრულდეს შპს „აქუაფაბის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს „აქუაფაბის“ (ს/კ 443859497) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
3. განჩნება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „აქუაფაბის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
 
 
მოსამართლე                                                                                                     ანა ჩოგოვაძე