„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 17 აპრილი

დაბა ადიგენი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის   დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016 280010000.35.137.016221), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის  არასრულწლოვნების თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსები,  სააფთიაქო ხარჯები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისა და დაფინანსების ოდენობა“;

გ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5. სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის  არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი;

„6. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებისას უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა თუ არ აღემატება 100 (ასი) ლარს, იგი დაფინანსდება 20% -დან 100%-მდე.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტები;

„ი)მშობლის ან მინდობით აღმზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

კ) 18 წლამდე არასრულწლოვნის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ლ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.04.2019.
როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2019. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.137.016448.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 17.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016448 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4539430/