სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-105/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-105/ო

2019 წლის 3 აპრილი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ინოვაზე“ (ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი,  №6) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ინოვას“  დირექტორის გ. ყიფიანის განცხადება: №23467, 19.02.2019 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №213-23, 27.03.2019 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №9, 01.04.2019 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის   

შემსრულებელი                                                                                                                 პაატა ბუკია