უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-117/ო
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება:
1. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ (ს/კ 404476205) (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125) ნაცვლად, დაფიქსირდეს სს „ევექსის ჰოსპიტლები“ (ს/კ 404476205) (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125) და გაიცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადებები: №40993, 25.03.2019 წ; №45848, 02.04.2019 წ. და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი პაატა ბუკია