სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-130/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-130/ო

2019 წლის 8 აპრილი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №4) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ განხორციელების უფლება.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გ. შათირიშვილის განცხადებები №36821, 15.03.2019 წ; №39791, 21.03.2019 წ. და ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-282-34, 04.04.2019წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                                პაატა ბუკია