სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-132/ო
2019 წლის 8 აპრილი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
1. შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ფილიალს (ფაქტიური მისამართი: ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №25) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ განხორციელების უფლება.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გ. შათირიშვილის განცხადებები: №36825, 15.03.2019 წ; №39791, 21.03.2019 წ. და ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-281-33, 04.04.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ბუკია