სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-142/ო
2019 წლის 11 აპრილი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაზე“ (ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №103) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და სალიცენზიო დანართები: ა) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა; ბ) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6);
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს „ალექსანდრე ალაშვილის სახელობის კლინიკის“ ხელმძღვანელის ქ. ბეთანელის განცხადებები: №28862 28.02.2019 წ., №33734 11.03.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ 299-38 08.04.2019 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №11 11.04.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ბუკია