სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1 43/ო
2019 წლის 11აპრილი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების (დანართი № 1) შესაბამისად ,
ვბრძანებ:
1 . გაიცეს სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე ” (მის. : ქ. თბილისი, კ. ჩაჩავას ქ. №5) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ,,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ” კლინიკური დირექტორის ნ. ჩადუნელის განცხადებები: №29641, 1.03.2019წ.; №31937, 06.03.2019წ.,
სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ლ. აბაზაძის განცხადება №30487, 04.03.2019წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №307-40, 10.04.2019წ., ზეპირი მოსმენის ოქმი № 11, 11.04.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი პაატა ბუკია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ“?
- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ“ მიღებულია 11.04.2019. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-143/ო.
- სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ“, №02-143/ო, 11.04.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4539935/