ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 19 აპრილი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04.01.2019წ., სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.124.016354) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი  და სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ასიგნებათა განაწილების ცხრილი“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის

2019 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი

პროგრამული კოდი 0602

 

ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

მუხლი 1. სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 060201)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან/და წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც აღწერილი იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა;

ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები მიუხედავად სოციალური სტატუსისა.

2. სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის  სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი  უზრუნველყოფა.

ა) სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება:

ა.ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს წარმოდგენილი თანხის ნახევრისა;

ა.ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001-ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, არაუმეტეს 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30%;

ა.გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2001-ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარისა;

ა.დ) თუ სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 2001 ლარს, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება  არაუმეტეს 600 ლარისა;

ა.ე) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება „მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისიის“ (შემდგომში – კომისიის) გადაწყვეტილებით;

ა.ვ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

ბ) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

ბ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ბ.დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ.ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);

ბ.ვ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის  შუამდგომლობა;

ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.

გ) ანაზღაურებას არ ექვემდებარება:

გ.ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა;

გ.ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული 0-18 წლამდე შშმ პირები;

გ.გ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;

გ.დ) ვენერიული დაავადებებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;

გ.ე) თვითდაზიანებით (სუიციდი) ან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება;

გ.ვ) ორსულობის შემთხვევაში, სამედიცინო აღრიცხვაზე დაგვიანების გამო დაწესებული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. მშობიარობის ხარჯები გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო;

გ.ზ) პაციენტის მიერ წინასწარგადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.

3. სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ა) სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას დაექვემდებარება შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები:

ა.ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;

ა.ბ) თირკმლის უკმარისობა;

ა.გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;

ა.დ)  შაქრიანი დიაბეტი(დიაბეტური განგრენა, დიაბეტური  თვალი); 

ა.ე) პარკინსონის დაავადება;

ა.ვ) ეპილეფსია;

ა.ზ) ბრონქული ასთმა;

ა.თ) მიასთენია; 

ა.ი) ფენილკეტონურია (სამკურნალო კვების თანხა 1000 ლარი);

ა.კ) ცერებრალური დამბლა;

ა.ლ) ფსორიაზი;

ა.მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;

ა.ნ) პნევმონია;

ა.ო) გლაუკომა, კატარაქტა;

ა.პ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება;

ა.ჟ) წითელი ქარი;

ა.რ) სეფსისი, პერიტონიტი;

ა.ს) სოციალურად დაუცველი, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, მიუხედავად დიაგნოზისა.

ბ) მედიკამენტებით დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად:

ბ. ა) ონკოლოგიური სენით დაავადებულთათვის – 100 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის პაციენტებისათვის 50-70 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) დასაფინანსებელი თანხის ზუსტი ოდენობა ყველა შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით.

გ) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

გ.ა) განცხადება მერის სახელზე;

გ.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);

გ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი  2.  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 060202)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით – ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ვეტერანის მოწმობა;

დ) გარდაცვალების მოწმობა;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე (მშობელს, მეუღლეს ან შვილს) ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 060203)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (მშობელი, მეუღლე ან შვილი) – ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ომში დაღუპული ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი  4. უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის (პროგრამული კოდი 060204)

1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ   კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).

2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი: თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.

3. მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.

4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

5. მრავალსულიანი (ოთხი და მეტი წევრი) ოჯახის მომართვისას, უფასო სასადილოს ბენეფიციარად შეირჩევა არაუმეტეს სამი პირისა.

6. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სარეზერვო სიაში.

7. კომისია უფლებამოსილია უარი უთხრას პირს უფასო სასადილოს მომსახურების მიღებაზე, თუ იგი, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.

მუხლი  5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060205)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ახალშობილთა ოჯახები, რომელთაც შვილი შეეძინათ 2018-2019 წლებში და არ უსარგებლიათ აღნიშნული დახმარებით.

ა) მე-2 შვილის შეძენისას 200 ლარი;

ბ) მე-3 შვილის შეძენისას 300 ლარი;

გ) მე-4 და  შემდეგი  შვილის შეძენისას 400 ლარი;

დ) ტყუპების შეძენისას 600 ლარი.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;

გ) შვილების დაბადების მოწმობები;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 6. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 060206)

1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება:

ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება.

დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს – 2500 ლარისა.

ბ) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ბ.ა) წერილობითი განცხადება;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) აქტი ხანძრის შესახებ (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ);

ბ.დ) ცნობა ხანძრის შესახებ (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ);

ბ.ე) მერის წარმომადგენლის  შუამდგომლობა;

ბ.ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა;

ბ.ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან;

გ)  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი (მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი)კომისიის მიერ;

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.

ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და/ან სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი, უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით;

ბ) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

ბ.გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის  შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის  აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;

ბ.დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ბ.ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;

გ) სტიქიით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადასტურება და ქირით გასაყვანი ბენეფიციარის გამოვლენა მოხდება შესაბამისი კომისიის მიერ.

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

მუხლი 7. თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება

1. პროგრამით ისარგებლებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ან/და მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს მაინც:

ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, რაც დადასტურდება ამონაწერით სოციალური სააგენტოდან);

ბ) ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი: ონკოლოგიური, მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე (და/ან სხვა სახის მძიმე დაავადების მატარებელი), რაც დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით – ფორმა №100;

გ) ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი,  შშმ პირი  ორი ან/და მეტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი (რაც დადასტურდება შესაბამისი ცნობით);

დ) ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, რაც დადასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან შშს-ს მიერ გაცემული ცნობით;

ე) ოჯახის შემოსავალი სარსებო მინიმუმზე ნაკლებია, რაც დადასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით;

ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირია (აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში),  რაც დადასტურდება  ცნობით  ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ.

2. გადაწყვეტილება ოჯახის დაფინანსების თაობაზე და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კომისიის მიერ.

3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.

4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შეფასება ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შესახებ;

დ) ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმის შესაბამისობის დამადასტურებელი  დოკუმენტი;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში  ბანკიდან.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით  ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 8. ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 060208)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – თითოეული 200 ლარის ოდენობით და მარჩენალდაკარგულები თითოეული – 100 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები თითოეული – 100 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად გაჭირვებული ვეტერანები თითოეული – 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით;

დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები თითოეული – 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) შერჩევა მოხდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, მერის წარმომადგენლის მიერ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 9. შშმ პირთა დახმარება (პროგრამული  კოდი 060209)

1. 18 წლამდე  ასაკის შშმ ბავშვების  ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 

ა) პროგრამით ისარგებლებენ:  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით;

ბ) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

ბ.გ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;

ბ.ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

გ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

2.  შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიების დაფინანსება წლიური დაფინანსება 10 000 ლარი.

3. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის  მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:

ა) შშმ პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ ოპერაციისათვის გარკვეული თანხით დახმარება;

ბ) უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე და სხვა სახის შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა;

გ) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება;

დ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა;

ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება.

 სულ 12 000 ლარი.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 10. ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილეთა დახმარება (პროგრამული  კოდი 060210)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად – 200 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 11. დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება (პროგრამული  კოდი 060211)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

დღეგრძელი მოქალაქეები – თითოეული ერთჯერადად – 400 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი  12. დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება (პროგრამული  კოდი 060212)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში – 170 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 13. 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება (პროგრამული  კოდი 060213)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) 0-18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები და რომელთაც მიმდინარე წელს უსრულდება 18 წელი.

ბ) დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე – 100 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი  14. მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 060214)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) მარტოხელა მშობლები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა;

დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 15. მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15)

1. პროგრამით სარგებლობენ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.

2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობები;

დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 16. უპატრონო და დევნილ ოჯახთა მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 16)

1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯების მისაღებად შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მერის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი და დევნილთა ოჯახები;

ბ) სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად გაიცემა 250 ლარი.

2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა და/ან დევნილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) დევნილის სტატუსი (დევნილის შემთხვევაში);

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);

ე) გარდაცვალების მოწმობა;

ვ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ თანხის მიზნობრივად გამოყენებს შესახებ.

 

სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ასიგნებათა განაწილების ცხრილი

ღონისძიებების დასახელება

სულ გასაცემი თანხა

გასაცემი

თანხა ერთეულზე

შენიშვნა

1.

სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ  ოჯახის წევრებზე სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობის, საოპერაციო და სამკურნალო მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფისათვის

 

162 000

 

-----

 

2.

დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა ოჯახებისათვის სარიტუალო მომსახურეობის თანხა- ოჯახში ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში

2 000

250

 

3.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარებისათვის

 

3 000

 

200

 

4.

უფასო სასადილოს დაფინანსებისათვის

50 000

-----

 

5.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

30 000

 

 

ა.

ბ.

გ.

დ.

მე-2 შვილის შეძენისათვის

 

200

 

მე-3 შვილის შეძენისათვის

 

300

 

მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისათვის

 

400

 

ტყუპების შეძენისას

 

600

 

6.

სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი

40 000

-----

 

.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დახმარება

10 000

 

 

.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა და სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის

30 000

 

 

7.

კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ფინანსური დახმარება

40 000

-----

 

8.

ვეტერანთა დახმარებისათვის

10 000

-----

 

9.

პირთა დახმარება

32 000

-----

 

18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა ფინანსური დახმარება

10 000

150

 

შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების დაფინანსება

22 000

 

 

10.

ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება

2 400

200

 

11.

დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება

1 600

400

 

12.

დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება

33 000

170

 

13.

 18 წლამდე ასაკის ობოლ ბავშვიანი ოჯახების დახმარება

5000

100

 

მითითებულია თითოეულ ბავშვზე გასაცემი თანხა

14.

მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება

3 000

200

 

15.

მრავალშვილიანი ოჯახების ფინასური დახმარება

10 000

50

თითოეულ ბავშვზე

16.

მარტოხელა და დევნილი ოჯახების გარდაცვლილ წევრთა დაკრძალვის ხარჯები

3 000

300

 

 

სულ.

427 000

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე