„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18/2019
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2019

2019 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, 18516 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 19/03/2018, 010340000.15.008.016396) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე”.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.”.

3. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის პროცედურების ელექტრონული საშუალებებით განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/ბლოკები/ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.”.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები”;

ბ) სარჩევი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარჩევი

თავი 1. საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები ................................................................. 2

თავი 2. უფლებამოსილი პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნისა და გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის წესი და პირობები ................................................................17

თავი 21. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები ..................................................................................... 34

თავი 22. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენისა და აკრედიტაციის წესი და პირობები ..................................48

თავი 3. სისტემის მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები .............................................. 61

 თავი 4. ფორსმაჟორი ..................................................................................... 62’’;

გ) თავი 21-ის შემდეგ დაემატოს თავი 22 „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენისა და აკრედიტაციის წესი და პირობები” თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი