კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №75/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 324 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 14.02.2024 დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 29.06.2020 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკისათვის საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 27.06.2023 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 17.01.2023 რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 29.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №75/04 2019 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, საოპერაციო ეფექტიანობის შენარჩუნების მიზნით, კომერციულ ბანკს უფლება აქვს იჯარით გასცეს ისეთი ქონების ნაწილი, რომლის უდიდეს ნაწილსაც თავად იყენებს საბანკო საქმიანობისთვის, იმ პერიოდის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქონების ნაწილის გაყიდვა/გამიჯვნა შეუძლებელია ან მისი გაყიდვა/გამიჯვნა დაკავშირებულია გაუმართლებლად მაღალ ხარჯებთან. მუხლი 2🔗 კომერციულ ბანკს ეკრძალება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის  მიზანმიმართულად გაზრდა ან/და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას უძრავი ქონების შეძენა იმ მოცულობით, რაც არ გამომდინარეობს კომერციული ბანკის საჭიროებიდან ან/და უძრავი ქონების შეძენა ხდება მისი შემდგომში იჯარით გაცემის მიზნით. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ უძრავი ქონების იჯარით გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის №47/04 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, უსაფრთხოებასთან, ბიზნეს უწყვეტობასთან და საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოთი განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. მუხლი 4🔗 კომერციული ბანკის მიერ ისეთი უძრავი ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ ბრძანების კრიტერიუმებს, არ უნდა წარმოადგენდეს კომერციული ბანკის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. მუხლი 5🔗 კომერციული ბანკის მიერ ამ ბრძანების შესაბამისად უძრავი ქონების იჯარით გაცემა საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით, კომერციულმა ბანკმა ქონების იჯარით გაცემამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ანალიზი. მუხლი 6🔗 კომერციული ბანკის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრული უფლების გამოყენებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს კომერციული ბანკის წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში. კომერციული ბანკის მიერ წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი იჯარის გაცემაზე თანხმობის მიცემას. მუხლი 7🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე