შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - მერაბი სახეჩიძე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2019 წლის 22 აპრილი

 

სპეციალისტი:  შპს „ინდექსი“ (ს/ კ 202463342 ) 

აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელ ფოსტა: specialist@mali.ge   სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია  გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „ს აკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებიდან მე -7 დღეს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 110

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:  მერაბი სახეჩიძე  პ/ნ 60001064711    მის: ქუთაისი ნიკო მარის ქ. N 50

აუქციონის ჩატარების დრო:   07/05/2019  წლის 14:00 სთ-დან 10/05/2019 წლის 11:45 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:  17 683.58 აშშ დოლარი და 390.60 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა:  ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ნიკო მარი N52 (ყოფ. ნიკო მარის ქ. N50); ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 679.06 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 02;  შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი სახლი საერთო ფართი: 303.35 კვ.მ., უფლ. დამ. დოკ.-ის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: დამხმარე ნაგებობები: 1) 1.55 კვ.მ., 2) 1.67 კვ.მ., მერაბი სახეჩიძის კუთვნილი წილი, საერთო ფართი: 167.13 კვ.მ., უფლ. დამ. დოკ-ის გარეშე არსებული დამხმარე ნაგებობა: 1.55 კვ.მ.,  საკადასტრო კოდი: 03.06.02.516

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: ფიქსირდება მეორე რიგის იპოთეკა. იპოთეკარი: თორნიკე სინატაშვილი პ/ნ 60001097802, მესაკუთრე: მერაბი სახეჩიძე  პ/ნ 60001064711; საგანი: მერაბი სახეჩიძის კუთვნილი წილი, საერთო ფართი: 167.13 კვ.მ., უფლ. დამ. დოკ-ის გარეშე არსებული დამხმარე ნაგებობა: 1.55 კვ.მ., სესხის იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N161168888, დამოწმების თარიღი 10/10/2016, ნოტარიუსი ხათუნა ჯანხოთელი, საკადასტრო კოდი: 03.06.02.516

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“),  მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე; 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით; გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის  1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 (ერთი)  კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“,

აღმასრულებელი დირექტორ ი                                                                       გიორგი გოგშელიძე