ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2019
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 989 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია
2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია
3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალმომარაგება-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა
4 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია
5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა
6 ეზოების კეთილმოწყობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ღონიძიებების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.12.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.10.2016 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.05.2021 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.03.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2019 წლის 24 აპრილი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (წესი დანართის №1-ის სახით თან ერთვის). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების (შემდგომში „ამხანაგობა“) საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესი, რომლითაც ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო   მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების თანადაფინანსების პრინციპებზე. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ბაღდათის  მუნიციპალიტეტის  მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის  მერიაში აღრიცხვაზე  მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას. მუხლი 2🔗. ამხანაგობის მიერ მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მერიაში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა.ა) ამხანაგობის მისამართი; ა.ბ) ამხანაგობის სახელი; ა.გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; ა.დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ა.ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ა.ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ა.ზ) დღის წესრიგი; ა.თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ა.ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; ა.კ) გადაწყვეტილება; ა.ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა; ა.მ) ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე; ბ)  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული  წესდება (ასეთის  არსებობის შემთხვევაში); გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის  შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი; ზ) სხვა  დოკუმენტაცია,  რომელიც  ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებულ  დოკუმენტებს  და  იღებს  გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე მერია გასცემს ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗. ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა 1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს  მიერ ამხანაგობის იმ  კრების ოქმის ბათილად  ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ამხანაგობის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ამხანაგობის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ამხანაგობებმა განცხადება უნდა წარადგინონ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო  ორგანიზაციის  მიერ  მომზადებულ  შესასრულებელი  სამუშაოების  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას (აუცილებლობის შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციაზე შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას); დ) ამხანაგობის თავმჯდომარის ან წევრთა ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს). მუხლი 5🔗. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება 1. ამხანაგობისათვის საჭირო მასალების შეძენას ან/და სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოვლენილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. 2. ამხანაგობამ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი მასალების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ამხანაგობიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით (ვრცელდება ამხანაგობებზე, რომლებზედაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, წინამდებარე პროგრამის ფარგლებში გაიცა შესაბამისი ასიგნება სარემონტო მასალების შესაძენად). 3. ამხანაგობები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: -  განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამზადებული ხარჯთაღრიცხვა (აუცილებლობის შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციაზე შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ  საექსპერტო დასკვნა) და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების დანართ №2-ში  აღნიშნული ამხანაგობის წილის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ორიგინალი. 4. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ამხანაგობის თანადაფინანსებაში მონაწილეობა 1. ბაღდათის  მუნიციპალიტეტის  მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული  ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. მერის მიერ თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ ამხანაგობა ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. 4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია; ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით; გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა. დანართი №2 პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა № ღონიძიებების დასახელება   თანადაფინანსების წილი % მერიის წილი % ამხანაგობის წილი % 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია 90/10 90 10 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია 90/10 90 10 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალმომარაგება-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა 90/10 90 10 4 პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 90/10 90 10 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიდა რემონტი და პანდუსების მოწყობა 90/10 90 10 6 ეზოების კეთილმოწყობა 90/10 90 10