შპს „ბრეტის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7979-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7979-19

განჩინება საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

 წარმოებაში მიღების თაობაზე

2019 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოსო ღურწკაია

 

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი შპს „ბრეტი“

წარმომადგენელი გიორგი კეპაშვილი

მოთხოვნა – შპს ,,ბრეტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება)

სასამართლომ გამოარკვია:

2019 წლის 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ბრეტის" წარმომადგენელმა გიორგი კეპაშვილმა და მოითხოვა შპს „ბრეტის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით:

ა) ინიშნება მეურვე;

ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დაადგინა:

1. შპს „ბრეტის" წარმომადგენლის გიორგი კეპაშვილის განცხადება შპს „ბრეტის" (საიდენტიფიკაციო კოდი №226574828) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2.  მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

6. შეჩერდეს შპს „ბრეტის" მიმართ იძულებითი აღსრულება;

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2019 წლის 04 ივნისს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №46 სხდომათა დარბაზში (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე სოსო ღურწკაია.