საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 01.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №463
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 03/11/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2008 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; layout-grid-mode:line;}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;}
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:14.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; }
p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.StylecxrilixmlSylfaenChar { }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ნდობა გამოეცხადოს საქართველოს სამთავრობო პროგრამას ,,ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ (თან ერთვის) და მთავრობის შემდეგ შემადგენლობას:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გრიგოლ მგალობლიშვილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი ნოდია
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – გიორგი ხაჩიძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – ეკატერინე შარაშიძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – ალექსანდრე ხეთაგური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – დავით კეზერაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ზურაბ ადეიშვილი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – კობა სუბელიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ბაკურ კვეზერელი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ნიკა გილაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ივანე მერაბიშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ალექსანდრე კვიტაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – გიორგი ბარამიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – თემურ იაკობაშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – იულონ გაგოშიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში – დავით ტყეშელაშვილი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
№463–რს
ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე
საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი უცვლელია – ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 50-თვიან გეგმას და ეს გეგმა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიას.
ამავდროულად, საქართველომ მიიღო ორი ახალი გამოწვევა:
● დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულია მისი ტერიტორიის ნაწილი და საფრთხის ქვეშ იმყოფება მოსახლეობა. ათასობით ჩვენი მოქალაქე დარჩა უსახლკაროდ და იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
● მსოფლიოში ვითარდება უმწვავესი საფინანო-ეკონომიკური კრიზისი. იგი ეხება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, მათ შორის საქართველოს და შუძლია გამოიწვიოს ინვესტიციების დეფიციტი.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უმუშევრობა, ჯერ კიდევ მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ მუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ ავაშენებთ ერთიან საქართველოს სიღარიბის გარეშე.
აქედან გამომდინარე მთავრობის ტაქტიკური ამოცანაა სტაბილიზაციის და რეკონსტრუქციის 18-თვიანი გეგმის აღსრულება. ამის შედეგად საქართველო დაუბრუნდება დინამიკური ეკონომიკური განვითარების გზას და 50-თვიანი გეგმა წარმატებულად განხორციელდება. 18-თვიანი გეგმის საფუძვლები – რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაწეული დახმარების გამოყენების მაღალი ეფექტურობა და მაქსიმალური გამჭვირვალობა – გახლავთ მთავრობის პასუხი არსებულ გამოწვევებზე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის და იქნება ჩვენი დიდი ამოცანა; წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ არ შევაჩერებთ მშვიდობიან მოძრაობას, გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, რათა თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას.
საქართველოს მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო, ეს მხარდაჭერა არამარტო პოლიტიკურია. ბრიუსელში ევროპული ქვეყნების, აშშ-ის და სხვა დონორების მიერ გამოყოფილი უპრეცენდენტო დახმარება – 4.5 მილიარდი აშშ დოლარი 3 წლის განმავლობაში მოხმარდება უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას. ამ თანხებით გარკვეულწილად ჩანაცვლდება საინვესტიციო შემოდინებები, რომლებიც შესაძლოა შემცირდნენ საერთაშორისო კრიზისის გამო. ასეთი ჩანაცვლების შემთხვევაში კი ქვეყანა თავიდან აიცილებს მაკროეკონომიკურ საფრთხეებს.
საერთაშორისო ფინანსური დახმარების საგრძნობი ნაწილი მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული პირობების შექმნას.
განხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტუული პროექტები – წყალმომარგების სისტემის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კახეთში გომბორის გზა, ქართლში რიკოთამდე ავტობანი, იმერეთში ზესტაფონი-სამტრედიის მაგისტრალი, დასავლეთ საქართველოში 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, აჭარაში მაგისტრალური ალტერნატიული გზა (სარფი-ჩოლოქის) და სხვა. თბილისი-ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი მოახდენს სამხრეთ საქართველოს სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. შედეგად მივიღებთ საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და რეგიონული დისბალანსის შემცირებას.
აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩაერთვება და დასაქმდება ათასობით საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ეკონომიკის შიდა რესურსების ხარჯზე განვითარების მიზნით, შენარჩუნებული იქნება ,,ვარდების რევოლუციიის“ შემდგომი ეკონომიკური კურსი და კიდევ უფრო შეეწყობა ხელი თავისუფალი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას. მთავრობა გააგრძელებს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას, რაც მდგომარეობს დაბალანსებულ ბიუჯეტში, დაბალ გადასახადებში, ინვესტიცების მოზიდვაში, საკუთრების უფლების დაცვაში, თავისუფალ სავაჭრო და სატრანსპორტო პოლიტიკაში, ექსპორტის ზრდაში, სოფლის განვითარებაში, დასაქმებასა და დაგროვების სტიმულირებაში.
დაბალი გადასახადების პოლიტიკის სრული რეალიზაცია მოხდება მომდევნო წლების განმავლობაში და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დაიკლებს 25%-დან 15%-მდე. სხვა სახის გადასახადები პირად შემოსავლებზე არ იარსებებს. კაპიტალზე გადასახადები გაუქმდება. ასევე შემცირდება სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში – ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 29%-დან 22%-მდე შემცირდება. შედეგად მოხდება ინვესტიციების შემოდინებისა და მთლიანად კერძო სექტორის ზრდის სტიმულირება, რაც გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, კაპიტალის დაგროვებას და მის შემდგომ რეინვესტირებას.
საქართველო გადაიქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად – იგი მოიზიდავს ფინანსურ რესურსებს მთელი რეგიონის მასშტაბით. მისი მიმზიდველობა დამყარებული იქნება მარტივ და დაბალ გადასახადებზე, გამჭვირვალე საფინანსო რეგულირებაზე, რეფორმირებულ ეკონომიკაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. შედეგად განთავსებული იქნება არანაკლებ 12 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. სანდო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იმოქმედებენ საბანკო, სადაზღვევო, გადამზღვევ, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სფეროებში. სრულფასოვნად ამოქმედდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ინდუსტრიული ზონა მოიზიდავს 1.5 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას და დაასაქმებს დაახლოებით 20 ათას ადამიანს.
პარლამენტთან ერთად მოხდება კანონმდებლობის გადახედვა იმ არაადეკვატური კანონების შესაცვლელად, რომლებიც ხელს უშლიან ეკონომიკის წინსვლას. ამით გავზრდით საქართველოს მიმზიდველობას ბიზნესის კეთებისათვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან, აშშ-სთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან გააფართოვებს საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს. პროდუქციის იოლი ექსპორტის გატანის შესაძლებლობა გაზრდის ინვესტორთა დაინტერესებას და, შესაბამისად, კერძო სექტორის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმებას.
ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც განხორციელდება 4.5-მილიარდიანი დახმარებით თავის მხრივ ხელს შეუწყობენ ქვეყანაში კერძო კაპიტალის შემოდინებას. დონორების დახმარებით 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა გაცილებით მიმზიდველს გახდის საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს. კერძო ინვესტიციებით დაფინანსდება 500 მგვტ-ზე მეტი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის მშენებლობა, გაიზრდება ენერგოსისტემის მდგრადობა და განხორციელდება სექტორის შემდგომი დერეგულირება. ენერგოსისტემა იმუშავებს მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში.
მოხდება ინვესტირება საქართველოს რკინიგზაში. აშენდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რაც შესაძლებელს გახდის ჩინეთი-საქართველო-ევროპის სარკინიგზო მიმოსვლას. განხორციელდება თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. ყველა ეს პროექტები განავითარებენ საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკას.
სოციალური პოლიტიკა დაფუძნებული იქნება ბენეფიციართა შერჩევაში მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაზე. სახელმწიფო უფრო მეტად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. უფრო მეტი და მნიშვნელოვნად გაზრდილი ფინანსური დახმარება სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველ მოსახლეობას – ასეთი იქნება სოციალური პოლიტიკის მთავარი პრინციპი.
პენსიების ზრდა ასაკოვანი მოსახლეობისათვის დაიწყება 2009 წლიდან და ის მკაფიოდ იქნება ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში. ეტაპობრივად გაიზრდება სოციალური საპენსიო პაკეტის მოცულობა და ის 100 დოლარს მიაღწევს.
განვითარდება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა – სრულად ამოქმედდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100-ზე მეტი საავადმყოფო. ჯანმრთელობის დაზღვევით ეტაპობრივად მოვიცავთ 1 200 000 ადამიანს – სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, სკოლის მასწავლებლები, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობა და პოლიცია.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება სოფლის განვითარება, რისთვისაც მთავრობა განახორციელებს სოფლის აღორძინების ინიციატივებს. იაფი კრედიტის პროგრამის გაგრძელებით ხელი შეეწყობა რეგიონულ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის გზების მშენებლობა, 2009 წელს დამატებით რეაბილიტირებული იქნება მინიმუმ 200 კილომეტრის სიგრძის რეგიონალური გზები.
განხორციელდება სოფლის გაზიფიკაციის პროგრამა. გაზის სექტორის დერეგულირებითა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვით გაიზრდება გაზიფიცირებულ დასახლებათა რაოდენობა 2000-მდე; სოფლად მაცხოვრებელთა 90%-ზე მეტს ექნებათ საშუალება ისარგებლონ ბუნებრივი აირით.
მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით და 1000-ზე მეტი, კარგად აღჭურვილი და გადამზადებული სოფლის ექიმის მომსახურებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის გაზრდას საირიგაციო-სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციის გზით. მომდევნო წელს, 1.5-ჯერ გაიზრდება მორწყული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი. მთლიანობაში რეაბილიტირებული იქნება 500 კმ საერთო სიგრძის საირიგაციო-სადრენაჟე ქსელი.
შეიქმნება 200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმო – დასაქმდება 10 000-მდე ადამიანი, ხოლო პროცესში ჩართული იქნება 100 000-მდე გლეხური მეურნეობა.
სახელმწიფო იზრუნებს, რათა გლეხს შეექმნას ხელშემწყობი გარემო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისათვის.
განათლების ხარისხის და მისაწვდომობის ამაღლებაზე ზრუნვა ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტად დარჩება. 2009 წელს მასწავლებელთა ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება 50 ლარით და ეს ზრდა გაგრძელდება უახლესი წლების მანძილზე. გაგრძელდება ზრუნვა სკოლების ინფრასტრუქტურაზე და სასწავლო პროცესის ინფორმატიზაციაზე – ინტერნეტი ყველაზე შორეული სოფლის სკოლებში გახდება ხელმისაწვდომი. სახელმწიფო წაახალისებს სწავლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, გამონახავს როგორც საუკეთესო მასწავლებელთა, ისე წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების ახალ ფორმებს.
უახლოეს წლებში – 2009 წლიდან დაწყებული – მკვეთრად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება. ამავე დროს, ხელს შევუწყობთ უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო კვლევების დაახლოებას. გარდა სახელ-მწიფო დაფინანსების გაზრდისა, საუკეთესო პირობებს შევუქმნით კერძო ინვესტიციების მოზიდვას განათლების ყველა დონეზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სახელობო განათლებას, როგორც ადამიანთა დასაქმების პირდაპირ ფაქტორს.
მოხდება სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ვაუჩერული სისტემით დაფინანსდებიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სპორტსმენები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვები.
ისტორიული მემკვიდრეობის დაცვაზე – ეკლესიების განახლებაზე, ფოლკლორის დაცვაზე, მუზეუმების განვითარებაზე დაიხარჯება დამატებით 100 მილიონი ლარი.
საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ ნორმების რეალიზების მიზნით და დაინერგება საკუთრების უფლების დაცვის მონიტო-რინგის სისტემა.
დაინერგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რითაც მივაღწევთ მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ მონაწილეობასა და მართლ-მსაჯულებისადმი ნდობის ხარისხის ზრდას.
განხორცილდება ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმირების დასრულება უზრუნველყოფს მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. გან-ხორციელდება სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების გამოყენების კომპლექსური ანალიზი სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით. მოხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმირება თანამედროვე, სამართალდარღვევების პრევენციაზე ორიენ-ტირებული, გამჭვირვალე სამართალწარმოების სისტემის დანერგვის მიზნით.
მოხდება პენიტენციალური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა – სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების რეაბილიტაცია და პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობების, კვების და ჯანდაცვის გაუმჯობესება. გაგრძელდება პრობაციის სისტემის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესება.
სააღსრულებო სისტემის რეფორმა ჩატარდება კერძო აღსრულების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტური აღსრულების ხელმისაწვდომობა.
ანტიკორუფციული სტრატეგიის რეალიზაციის შედეგების გათვალისწინებით მოხდება მისი განახლება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე.
განხორციელდება შეიარაღებული ძალების მართვის ოპტიმიზაცია; დასრულდება ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალების ფორმირება.
საქართველო გაწევრიანდება ნატოში – მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა წარმატებით დაასრულებს ნატოში გაწევრიანების ყველა ეტაპს, დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. საქართველო გახდება ალიანსის უსაფრთხოების სისტემის ორგანული კომპონენტი და არა მხოლოდ უსაფრთხოების ,,მიმღები“.
ევროკავშირთან ურთიერთობებში უფრო ფართოდ გავრცელდება ,,ოთხი თავისუფლების პრინციპი“ – უზრუნველყოფილი იქნება საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება. ადამიანების თავისუფალი გადაადგილების ხარისხი გაიზრდება საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების, მეწარმეებისა და მეცნიერებისათვის.