კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/29
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება № 02/29
  2019 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „გ “ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტი შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.

2. დაევალოს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მათი სახეობის ,მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის მონაცემების სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის წარდგენა 6 თვის ვადაში.

3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ასახვა.

4. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52).

გენერალური დირექტორი ნ. ანთიძე

.