კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება № 02/29 |
|
2019 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი |
1.ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტი შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.
2. დაევალოს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მათი სახეობის ,მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის მონაცემების სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის წარდგენა 6 თვის ვადაში.
3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ასახვა.
4. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52).
გენერალური დირექტორი ნ. ანთიძე
.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“?
- „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №02/29.
- სად არის „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“, №02/29, 19.04.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4549604/