შპს ,,ნიუსტარის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/251-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/251-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2019 წლის 22 აპრილი

. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი სალომე გულოშვილი

მოვალე შპს „ნიუსტარი“

(საიდენტიფიკაციო კოდი 404960556)

დირექტორი სერგო კაპანაძე

წარმომადგენელი გიორგი ზედგინიძე

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი თამთა მაჭარაშვილი

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნიუსტარის“ დირექტორმა სერგო კაპანაძემ და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინებით შპს „ნიუსტარს“ უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ნიუსტარის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 08 იანვარს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს „ნიუსტარის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა ფ/პ შმაგი ქემერტელიძის მოთხოვნა შპს „ნიუსტარის“ მიმართ 1 183 295 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდასამი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი) ლარის ნაწილში, მე-6 რიგში. მეურვის − სსიპ − აღსრულების ეროვნულის ბიუროს წარმომადგენლის თამთა მაჭარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იქნა მოხსენება მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების, კრედიტორისთვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე, რომლის მიხედვით, შპს „ნიუსტარს“ (ს/კ 404960556) არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან ფ/პ შმაგი ქემერტელიძე და სს „შემოსავლების სამსახური“. ასევე არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები. მოვალის სახელზე რიცხული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო რეესტრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „ნიუსტარის“ (ს/კ 404960556) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, კომპანიის საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება, ორგანიზაციას გახსნილი ჰქონდა მიმდინარე და საბარათე ანგარიში სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“, თუმცა, საბარათე ანგარიშები დაიხურა 2015 წლის 05 დეკემბერს, მიმდინარე ანგარიშები კი დაიხურა 2018 წლის 19 ივლისს. ასევე, შპს „ნიუსტარის“ (ს/კ 404960556) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2018 წლის 17 იანვარს კომპანიის ანგარიშიდან მოხდა დაახლოებით 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადინება, რომელიც საწარმოს დირექტორის განმარტებით საზოგადოების ანგარიშიდან ჩამოიჭრა საინკასო დავალიანების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით.

2019 წლის 22 აპრილის კრედიტორთა კრებაზე განმცხადებელი სს „შემოსავლების სამსახური“ აღიარებული იქნა კრედიტორად 43 365,41 (ორმოცდასამი ათას სამას სამოცდახუთი ლარი) ლარის ნაწილში, მე-5 რიგში, კრედიტორთა რეესტრში შევიდა ცვლილება.

კრებაზე მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შპს ,,ნიუსტარის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.

სასამართლო გაეცნო მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამთა მაჭარაშვილის შუამდგომლობას, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორის მიერ იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს აღნიშნული მიზნის მიღწევას.

კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

მოცემულ შემთხვევაში, მეურვის სამეურვეო-საფინანსო ანგარიშით დადგენილია, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „ნიუსტარი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-285- მუხლებით,

 

ა:

1. შეწყდეს შპს „ნიუსტარის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გაგარინის შესახევევი, №1, სართული 1, ბინა 1, საიდენტიფიკაციო კოდი №404960556).

2. სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდეს შპს „ნიუსტარის“ (მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გაგარინის შესახევევი, №1, სართული 1, ბინა 1, საიდენტიფიკაციო კოდი №404960556) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642; მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE22; დასახელება: ქ. თბილისი, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ბანკი, საგადახდო მოთხოვნა №169994) განთავსებული 5000 ლარი გადაეცეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით.

4. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                             თამარ ჭუნიაშვილი