„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №08 |
|
2019 წლის 25 აპრილი ქ. ბათუმი |
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგნული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016265) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი თუნუქი გადაეცეს შესაბამისი კომისიის მიერ შერჩეულ ბენეფიციარებს.
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
|