ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2019
ძალის დაკარგვა 30.05.2019
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016338
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №80
2019 წლის 25 აპრილი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი
დანართი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ საწვავით სარგებლობის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1.
ტალონი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ;
2.
პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ;
3.
ორგანიზაცია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;
4.
ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
საწვავის (ბენზინი/დიზელი/გაზი) გაცემა
1.
პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2.
სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 10 ლიტრამდე განულებით.
3.
საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში.
4.
საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.
მუხლი 4🔗.
საწვავის (ბენზინი/დიზელი/გაზი) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.
დანართი 2
ფორმა ს-1
ელექტრონული საწვავის გაცემის უწყისი
«-----------------------» 20 წელი
№
თანამდებობა
ბარათის №
დარიცხვის თარიღი
საწვავის სახე
ოდენობა
(ლიტრი)
შენიშვნა
1
2
3
4
სულ ჯამი
X
X
X
X
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
ფორმა ს-2
საწვავის ტალონის გაცემის უწყისი
«-----------------------» 20 წელი
№
თანამდებობა
საწვავის სახე
ოდენობა
(ლიტრი)
ხელწერა
1
2
3
4
სულ ჯამი
X
X
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)