სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
„კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:
ა) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ცვლილება;
ბ) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა;
გ) „კომპანიის“ გარე აუდიტორის არჩევა.
2. კრების სააღრიცხვო თარიღია 2019 წლის 01 მაისი კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2019 წლის 14 მაისიდან 10 დღის განმავლობაში „კომპანიის“ დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):
• სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560
3. გთხოვთ დაესწროთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებას. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთშემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა, შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
სს „ნინოს“ დირექტორი ლევან ბერულავა.