საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.021228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 428 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 85% 03.05.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 16.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 11.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 30.07.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 12.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №213 2019 წლის 30 აპრილი    ქ. თბილისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს: 1. სსიპ − ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. სსიპ − ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ჩაითვალოს მის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. სსიპ − საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სსიპ − ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს.  სსიპ − საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ჩაითვალოს სსიპ − საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სსიპ − ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 3.  სსიპ − ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს  სსიპ − ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4.  სსიპ − მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეორგანიზაცია და მიუერთდეს სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. სსიპ − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს სსიპ − მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 5.  სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნას სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. სსიპ − ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი ჩაითვალოს სსიპ − ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ − მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. მუხლი 2🔗 1.  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ამ დადგენილებით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებში ცვლილების შეტანა/ძალადაკარგულად გამოცხადება; ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე