სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/33
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 3 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/33 სამოქალაქო საქმე სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ კრედიტორებმა შურა კაჭკაჭიშვილმა, რუსუდან ცინცაძემ, ნაზი პარკაულმა, ნინელი ხურციძემ და ომარ ჭელიძის უფლებამონაცვლე ნაზიკო ჭელიძემ. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ზრდიან მოთხოვნას სს „კოლხური აბრეშუმის“ მიმართ, ხოლო რუსუდან ცინცაძე ითხოვს ცნობილი იქნეს მისი ოჯახის წევრის კატუშა მამასახლისის უფლებამონაცვლედ და შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი სს „კოლხური აბრეშუმის“ რეესტრში.
აღნიშნული განცხადებების განხილვის მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2019 წლის 8 მაისს, 16:30 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ კრედიტორების მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე