საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №217
სარეგისტრაციო კოდი 480490000.10.003.021232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 594 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 09.03.2015 2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 18.07.2016 სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 20.02.2020 საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 27.02.2019 შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 24.10.2019

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №217 2019 წლის1 მაისი ქ. თბილისი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი – კომიტეტის მდივანი; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის  წევრი; 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 11. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 12. საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი; 13. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი; 14. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი; 15. საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი; 16. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი  – კომიტეტის წევრი; 17. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 18. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 19. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომიტეტის წევრი; 20. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებული  უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო. 2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. კომიტეტის უფლებამოსილებანი კომიტეტი უფლებამოსილია: ა) ცალკეული საკითხების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო/საკონსულტაციო   ჯგუფები; ბ) კონკრეტული საკითხების განსახილველად შესაბამისი სფეროებიდან მიიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები. მუხლი 3🔗. კომიტეტის ძირითადი ფუნქციები კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის, შესაბამისი რეფორმებისა და „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა; ბ) „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობა; გ) საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარმოდგენა საქართველოს მთავრობისათვის. მუხლი 4🔗. კომიტეტის თავმჯდომარე 1. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის  სხდომებს. 2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის არჩევაც ხდება კომიტეტის შემადგენლობიდან, წლიური როტაციის პრინციპით. მუხლი 5🔗. კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. 2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე  მეტი. 3. კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. 5. კომიტეტის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და  მდივანი. მუხლი 6🔗. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის სამდივნო, რომლის ფუნქციებს ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტი. 2. კომიტეტის  სამდივნო უზრუნველყოფს: ა) კომიტეტის სხდომათა დღის წესრიგის მომზადებას; ბ) კომიტეტის სხდომათა მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი საოქმო ჩანაწერების ოფიციალურ წარმოებას, შენახვასა და სისტემატიზაციას; გ) კომიტეტის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთობის კოორდინაციას; დ) კომიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობების წარმართვას.