„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/215 |
|
2019 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს –აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში (matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.014344, სსმ, 29, 17.03.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის: ა) „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;“; ბ) „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) კომპეტენციის ფარგლებში განაცხადის მიღება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაციისათვის;“; გ) „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ)აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში აკრედიტებული პირების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;“. 2. დებულების მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აკრედიტაციის სამსახური“; ბ) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აკრედიტაციის სამსახური – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას აკრედიტაციის ციკლის გამავლობაში და არაგეგმური შეფასების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“. 3. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) აკრედიტაციისა და ყოველწლიური/არაგეგმიური შეფასების განხორციელებით მიღებული შემოსავალი“; 4. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. აკრედიტაციის ცენტრის ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება სამინისტროსთან შეთანხმებით“. 5. დებულების დანართი 1 „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების“ მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იღებენ განმეორებით აკრედიტაციას (აკრედიტაციის წყვეტის გარეშე) ან/და აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, შეჩერებულ აკრედიტაციას აღადგენენ დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით. აღნიშნულ პირებზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებისთვის დადგენილი მოთხოვნები“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/215. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016594.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/215, 01.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016594 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4552219/