შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ელმან ველიევი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 365
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: ელმან ველიევი, პირადი №36001032914
მოვალე (მსესხებელი): ელმან ველიევი, პირადი №36001032914
იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231265978, თარიღი 24/12/2016
ვალდებულების წარმოშობა: 10114.3219112.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება 22.09.2015 წელი;
N3219112-9302309 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 07.11.2017 წელი;
N3219112-9561268 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 26.01.2018 წელი;
იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი საგარეჯოს რ-ნი სოფ. კაზლარი, საკადასტრო კოდი: 55.03.52.217
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: 1). N3219112-9302309 – 39936,35 ლარი (მათ შორის 30000 ლარი არის ძირის თანხა, 6936,35 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 3000 ლარი არის დარიცხული ჯარიმა);
2). N3219112-9561268 – 3711,26 ლარი (მათ შორის 3517 ლარი არის ძირის თანხა, 169,91 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 24,35 ლარი არის დარიცხული ჯარიმა);
სხვა ხარჯები: 587 (490+20+77) ლარი.
აუქციონის ჩატარების დრო: 13/05/2019 16:00 საათიდან 15/05/2019 12:00 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 43647.61 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 4596 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი – 153 კვ.მ; მის: საგარეჯოს რ-ნი სოფ. კაზლარი; ს/კ N55.03.52.217
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე