შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ოლიმპი ” (ს/ნ 437064944) პარტნიორს და იმავდოულად ამავე საზოგადოების დირექტორს ბატონ იგორ ლაგვილავას (პ/ნ 48901028193)

 

გაცნობებთ, რომ 26.02. 2019 წელს შედგა შპს ,,ოლიმპის ” პარტნიორთა კრება (დაწყების დრო 15:00 საათზე, მისამართი ქალაქი ბათუმი, ნოე ჟორდანიას № 12 – ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო ბიურო), რომელიც ჩაიშალა თქვენი გამოუცხადებლობის გამო.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე შპს ,,ოლიმპის ” წესდების 3.2. და 3.3-ე პუნქტებიდან გამომდინარე , შემიძლია დავნიშნო პარტნიორთა კრება. აქვე გაცნობებთ, რომ 27.03.2019 წლისათვის მოწვეულ იქნა შპს „ოლიმპის“ პარტნიორთა კრება, რომელიც გაიმართა 27.03.2019 წელს 15:00 საათზე, მისამართი ქალაქი ბათუმი, ნოე ჟორდანიას №12 – ნოტარიუს ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო ბიურო. თქვენთვის გამოგზავნილი გახლდათ კრებასთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დღის წესრიგი. ასევე იგივე ინფორმაცია გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხრიდან გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თქვენ არ გამოცხადდით პარტნიორთა კრებაზე, რის გამოც ვნიშნავ განმეორებით პარტნიორთა კრებას იმავე დღის წესრიგით.

განმეორებით შპს ოლიმპის პარტნიორთა საერთო კრება შედგება 2019 წლის 16 მაისს, 11:00 საათზე, მისამართი: ოზურგეთი გაბრიელ ეპისკოპოსის №3, პირველი სართული (შესასვლელი ჭადრების პარკის მხრიდან, ადვოკატ კახა ჩავლეშვილის ოფისი).

 

პარტნიორთა კრების დღის წესრიგი:

1 . შპს ოლიმპის დირექტორის 2015-2016-2017-2018 წლების სამეურნეო საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება.

2. შპს ოლიმპის 2015-2016-2017-2018 წლების საქმიანობიდან მიღებული მოგების პარტნიორებს შორის განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება.

3. შპს ,,ოლიმპში“ საბუღალტრო/ფინანსური აუდიტის ჩატარება და ამ მიზნით აუდიტორის შერჩევა.

შპს ოლიმპის დირექტორის იგორ ლაგვილავასათვის პ/ნ 48901028193 უფლებამო­სილების შეწყვეტა (თანამდებობიდან გათავისუფლება) და ახალი დირექტორის ვიაჩესლავ გუბერნატოროვის 65N0458626 დანიშვნა.

ამასთანავე მოგმართავთ როგორც შპს ,,ოლიმპის ” დირექტორს, წარუდგინოთ პარტნიორთა საერთო კრებას შპს ,,ოლიმპის ” 2015- 2016-2017-2018 წლების საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591155111

 

ვიაჩესლავ გუბერნატოროვი

30.04.2019 წელი