სს „გუდვილის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კ რედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ა
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი/მოვალე - სს ,,გუდვილი“
რეაბილიტაციის მმართველი - შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი"
დირექტორი - ნოდარ პაპუკაშვილი
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის საკითხი და,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,გუდვილის“ გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 19 აპრილის განჩინებით სს ,,გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველის შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის" დირექტორის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ მოწვეულ იქნა კრედიტორთა რიგგარეშე კრება 2019 წლის 25 აპრილს, 12:00 საათზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 25 აპრილს კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე წარმოდგენილი იყო კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე ნაკლები.
აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.
ვინაიდან კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 16 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) სხდომის დარბაზი №51 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. სს ,,გუდვილის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილება-დამატებების შეტანა.
1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი