„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
მიღების თარიღი 03.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4554-IIს
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016524
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისი, 3 მაისი 2019 წ. N4554-IIს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენცია შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС) სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის
გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციასთან
შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველო შეუერთდეს „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციას.
2. „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დათქმა:
გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობის შეზღუდვა და ა. შ.
1. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ფიზიკური დაზიანებისთვის, რომელიც გამოწვეულია ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების 2.2 პუნქტში მითითებული ნებისმიერი რისკით, კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეზღუდოს საჭიროების შემთხვევაში, შემდეგი თანხის ოდენობით:
- თითოეულ მგზავრზე 250 000 საანგარიშო ერთეულის (SDR) ფარგლებში თითოეულ შემთხვევაში ან
- 340 მლნ საანგარიშო ერთეულის (SDR) ფარგლებში მთლიანად თითოეულ გემზე თითოეულ შემთხვევაში.
2. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას, mutatis mutandis გამოიყენოს ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების 2.1.1 და 2.2.2 პუნქტები ასეთი პასუხისმგებლობისთვის.
3. კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა, კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გადამყვან-გადამზიდველის ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მოხელისა და აგენტის პასუხისმგებლობა და კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მთლიანი ანაზღაურებადი ოდენობების ფარგლები ერთნაირად იზღუდება.
4. ამ დათქმის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დათქმა და ვალდებულება მოქმედებს კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლის მიუხედავად, აგრეთვე მე-4 ან მე-7 მუხლში არსებული ნებისმიერი წინააღმდეგობრივი დებულების მიუხედავად, მაგრამ ეს დათქმა და ვალდებულება გავლენას არ ახდენს მე-10 და მე-13 მუხლების მოქმედებაზე.
სავალდებულო დაზღვევა და მზღვეველის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
5. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ფიზიკური დაზიანებისთვის, რომელიც გამოწვეულია ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების 2.2 პუნქტში მითითებული ნებისმიერი რისკით, კონვენციის 4bis მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეზღუდოს დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის ქონის ვალდებულებით, შემდეგი თანხის ოდენობით:
- თითოეულ მგზავრზე 250 000 საანგარიშო ერთეულის (SDR) ფარგლებში თითოეულ შემთხვევაში ან
- 340 მლნ საანგარიშო ერთეულის (SDR) ფარგლებში მთლიანად თითოეულ გემზე თითოეულ შემთხვევაში.
6. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ფიზიკური დაზიანებისთვის, რომელიც გამოწვეულია ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების 2.2 პუნქტში მითითებული ნებისმიერი რისკით, მზღვეველის ან ფინანსური უზრუნველყოფის გამცემი პირის პასუხისმგებლობა კონვენციის 4bis მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე შეზღუდოს დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის მაქსიმალურ ზღვრამდე, რომელიც გადამყვან-გადამზიდველმა უნდა იქონიოს ამ დათქმის მე-5 პუნქტის მიხედვით.
7. საქართველოს მთავრობა ასევე იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, გამოიყენოს ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპები, მათ შორის, შეასრულოს ამ პრინციპების 2.1 და 2.2 პუნქტებში არსებული დებულებები კონვენციით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო დაზღვევისთვის.
8. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, კონვენციის 4bis მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამორიცხოს დაზღვევის ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფის მიმწოდებლის პასუხისმგებლობა ნებისმიერი იმ პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას სავალდებულოდ არ აუღია.
სერტიფიცირება
9. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, კონვენციის 4bis მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გასცეს სადაზღვევო სერტიფიკატები, რათა:
- ასახოს პირველი, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვა და სადაზღვევო დაფარვის მოთხოვნები და
- მოიცვას სხვა იმგვარი შეზღუდვები, მოთხოვნები და შეღავათები, რომელთაც იგი სერტიფიკატის გაცემისას არსებული სადაზღვევო ბაზრის პირობების გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს.
10. საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას და იღებს ვალდებულებას, მიიღოს სადაზღვევო სერტიფიკატები, რომლებიც გაცემულია სხვა მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მსგავსი დათქმის შესაბამისად.
11. ყველა ასეთი შეზღუდვა, მოთხოვნა და შეღავათი ნათლად აისახება კონვენციის 4bis მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატში ან სერტიფიცირებისას.
ამ დათქმისა და ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების ურთიერთკავშირი
12. ამ დათქმაში აღნიშნული უფლებები განხორციელდება ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების ან მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების გათვალისწინებით, ერთიანობის უზრუნველსაყოფად. თუ ათენის კონვენციის საიმპლემენტაციო IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპების ცვლილების შესახებ წინადადება, მათ შორის, შეზღუდვები, დაამტკიცა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიულმა კომიტეტმა, ეს ცვლილება ამოქმედდება კომიტეტის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ეს არ ხელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს უფლებას, გამოითხოვოს ან შეცვალოს თავისი დათქმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე
თბილისი,
3 მაისი 2019 წ.
N4554-IIს