„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტროენერგიის მყიდველს უფლება აქვს, ელექტროენერგია შეისყიდოს ელექტროენერგიის ნებისმიერი გამყიდველისგან, თუ მისი წლიური მოხმარება შეადგენს:
ა) 2006–2009 წწ. – არანაკლებ 30 მლნ კვტ.სთ;
ბ) 2010–2012 წწ. – არანაკლებ 7 მლნ კვტ.სთ;
გ) 2013–2015 წწ. – არანაკლებ 3 მლნ კვტ.სთ;
დ) 2016–2017 წწ. – არანაკლებ 1 მლნ კვტ.სთ;
ე) 2017 წ. – 1 კვტ.სთ.“;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტარიფი უნდა იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან და იმავდროულად ენერგოსისტემას უნდა აძლევდეს გრძელვადიანი, მდგრადი ფინანსური და ტექნიკური განვითარების საშუალებას. ამ მიზნების მისაღწევად სატარიფო მეთოდოლოგია სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ტარიფებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ცალ-ცალკე ან მათი ნებისმიერი ერთობლიობით:
ა) სეზონურ ტარიფებს;
ბ) პიკური დატვირთვის (სადღეღამისო) ტარიფებს;
გ) ბიჯურ (მოხმარების მოცულობაზე დაფუძნებულ) ტარიფებს;
დ) გრძელვადიან, წინასწარ დაფიქსირებულ (მათ შორის, ზღვრულ) ტარიფებს;
ე) ზღვრულ ტარიფებს.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 18 ნოემბერი.
№498–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 18.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №498. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 9 ივნისის №3259-Iს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №498, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/45544/