„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016866
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №39

2019 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016517) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა სტრატეგიული ობიექტების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესის დაცვასა და  უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას;

გ) დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წვევამდელთა შერჩევას, ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მომზადებას, წვრთნას, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს/გასცემს ინფორმაციას დეპარტამენტში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე; 

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და დამუშავებას;

ზ) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების ირგვლივ არსებული ვითარების ანალიზს, კონტროლს, საფრთხის პროგნოზირებას, კლასიფიკაციასა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებას; დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს და განახორციელებს ღონისძიებებს ტერორიზმისა და საბოტაჟის წინააღმდეგ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად;

ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას;

კ) დეპარტამენტის სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას  და მის  ექსპლუატაციაზე კონტროლს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

2. დეპარტამენტის მიერ დასაცავი ობიექტების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანაწილებს დასაცავ ობიექტებს დეპარტამენტის I, II, III და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოებს შორის;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.05.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.05.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016866.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39, 06.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016866 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4554597/