შპს ,,სანის" კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1076-14
330210314417469
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი – ქეთევან ჭელიძე
განმცხადებელი – სს ,,თიბისი ბანკი"
წარმომადგენელი – ვასილ ტიტვინიძე
მოვალე – შპს ,,სანი“
წარმომადგენლები – ირაკლი გვარამია, სერგო გვარამია, გოჩა ფიფია
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
დავის საგანი – განცხადება გადახდისუუნარობის საქმიანობის დაწყების შესახებ
2019 წლის 8 აპრილს გამართულ კრედიტრთა კრებაზე სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია განცხადება გადახდისუუნარობის საქმიანობის დაწყების შესახებ (საქმე №2/1076-14, განმცხადებელი - სს ,,თიბისი ბანკი", მოვალე - შპს ,,სანი").
2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2019 წლის 8 აპრილს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც, სათანადო წესით ეცნობათ კრედიტორებსა და მოვალეს, თუმცა მათი უმრავლესობა არ გამოცხადდა კრედიტორთა კრებაზე.
ასევე გამოირკვა, რომ იმ სავარაუდო კრედიტორთა განცხადებები, რომელთაც გააჩნიათ მოთხოვნები მოვალის მიმართ, წარდგენილია მხოლოდ მეურვისათვის, რომლის წარმომადგენელსაც დაევალა ზემოხსენებული განცხადებების სასამართლოსთვის წარმოდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2019 წლის 8 აპრილს გამართულ სხდომაზე შეუძლებელია კრედიტორული მოთხოვნების სრულყოფილად შემოწმება და განხილვა, რის საფუძველზეც, მიზანშეწონილად მიიჩნევს, კრედიტორთა კრების გადადებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა
1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 13 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63, შემდეგი დღის წესრიგით:
· კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;
· მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე.