„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№396
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016896
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №396

2019 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 13.07.2012წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:

1. მე-2 მუხლის მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ტყიბულის, ქედის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ​​1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ბ) „კ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ7“ ქვეპუნქტი:

„კ7) ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტები;“;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ქედის, ქობულეთის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 15 მაისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი