საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2019
ძალაში შესვლა 07.06.2019
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010320010.32.057.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№7
2019 წლის 6 მაისი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლისა და„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:
1.
შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი.
2.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულება, თანახმად დანართისა.
3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
4.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.
დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალაში შესვლის დღიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. ცენტრის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი’’.
4. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლება-მოვალეობები.
5. ცენტრი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.
მუხლი 2🔗.
ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები
1. ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
ა) ახალგაზრდობის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ახალგაზრდობის სფეროში დამტკიცებული პროგრამების განხორციელება;
გ) ახალგაზრდობის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;
დ) ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება-კოორდინაცია;
ე) საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების დამყარების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
ვ) მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის, ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია;
ზ) აჭარის რეგიონის ახალგაზრდების ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენისა და გაღრმავების, თავისუფალი დროის სწორად მართვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კოორდინაცია;
თ) ახალგაზრდობის შრომითი საქმიანობის ხელშეწყობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და გააქტიურებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
ი) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით კავშირების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება;
კ) ახლგაზრდობის სფეროში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობა;
ლ) ახალგაზრდობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
მ) ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ნ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე დაყრდნობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
ო) ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება, გარემოს დაცვის, სამოქალაქო ფასეულობების პოპულარიზაცია;
პ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.
2. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) ახორციელებს თავისი კომპეტენციის შესაბამის საქმიანობას, დამოუკიდებლად შეიმუშავებს, ამტკიცებს ამ საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროექტებსა და პროგრამებს;
ბ) მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიასთან თანამშრომლობით პოპულარიზაციას უწევს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან;
გ) ატარებს ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის კონკურსებსა და დადგენილი წესის თანახმად გადასცემს შესაბამის პირებს მატერიალური ან/და არამატერიალური სახის პრიზებს.
3. ცენტრი უფლებამოსილია:
ა) კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალგაზრდობის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას;
ბ) შექმნას პირობები ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან ფართო თანამშრომლობისათვის;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3🔗.
ცენტრის მართვა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) მართავს ცენტრს და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით;
გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფას;
დ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
თ) უფლებამოსილია, თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ი) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიები, საბჭოები) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. მოადგილეების ფუნქცია-მოვალეობებს და საკურაციო სფეროებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
4. ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას, მისივე ან მინისტრის დავალებით, დროებით ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. ცენტრის დირექტორის მოადგილეების არყოფნისას, დირექტორის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
5. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
6. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
დ) წარუდგენს ცენტრის დირექტორს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ასრულებს ცენტრის დირექტორის და/ან დირექტორის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 4🔗.
ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული რესურსების მართვის სამსახური;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სამსახური;
გ) პროექტების მართვის სამსახური.
2. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში - სამსახურებში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის განყოფილებები, რომელთა უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება სამსახურების დებულებებით, რომელთაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
მუხლი 5🔗.
ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ადმინისტრაციული რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ცენტრის დირექტორის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრის დირექტორის მიერ დანიშნული თათბირების ან/და შეხვედრების ორგანიზება;
გ) ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და საარქივო დოკუმენტაციის წარმოება, შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და კონტროლი;
დ) ცენტრში საკადრო საქმის ორგანიზება;
ე) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ვ) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა;
ზ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;
კ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ლ) ცენტრში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ;
ბ) ცენტრის პროგრამების/პროექტების/სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
გ) საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირება (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა);
დ) ცენტრის ვებგვერდის/ელექტრონული პლატფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და მართვა;
ე) პლატფორმაზე/ვებგვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელთათვის სხვადასხვა სერვისის მოძიება და შეთავაზება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის ინფორმაციული მხარდაჭერა;
ზ) მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ ცენტრებთან საქმიანობის კოორდინაცია;
თ) საერთო პოლიტიკის გატარების მიზნით მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული ცენტრების მიერ ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, კონსულტაცია;
ი) ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ღონისძიებების საინფორმაციო და საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
კ) მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკის წარმოება;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) თავისუფალი დროის სწორად მართვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ბ) გასართობ-შემეცნებითი აქტივობებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
გ) ინტელექტუალურ-კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, კავშირების დამყარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
დ) მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ე) ახალგაზრდობის შრომითი საქმიანობის ხელშეწყობის, კარიერული განვითა-რებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ვ) ახალგაზრდობის ეკონომიკური და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ზ) ახალგაზრდების სხვადასხვა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე მისი ფუნქციონირების განმავლობაში ცენტრის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – საკუთრების უფლება.
3. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ) გრანტები და შემოწირულობები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
ე) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. ცენტრის მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
მუხლი 7🔗.
ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია, კანონმდებლობის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ცენტრის წლიური ბალანსი მოწმდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
3. მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗.
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.