მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე
მიღების თარიღი 08.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №395
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016895
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.05.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.07.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№395
2019 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 46-ე მუხლის 41 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი.
2.
ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულ მსჯავრდებულებზე. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ასევე იმ მსჯავრდებულზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოთავსებულია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანება.
4.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5.
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი