მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.027.016895
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №395

2019 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 46-ე მუხლის 4​1 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი.
2. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულ მსჯავრდებულებზე. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ასევე იმ მსჯავრდებულზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოთავსებულია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანება.
4. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
📎 დანართები (2)
395-1.doc DOC

მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა (გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულებისა) საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის, აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.

მუხლი 2. პრინციპები

ამ წესის მიზნებისათვის, შესაბამისი უფლებამოსილი პირები საქმიანობას ახორციელებენ დამოუკიდებლობის, აღმასრულებელი პრივილეგიის, კანონიერების, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. მსჯავრდებულის გადაყვანა საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით

1. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება), საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

2. მსჯავრდებული სრულწლოვანი ასაკის დადგომისას, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვებული მსჯავრდებული – 21 წლის ასაკის დადგომისას, აგრეთვე, ის მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იგზავნება ნახევრად ღია ტიპის ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულზე ვრცელდება ის უფლებები და პირობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი ტიპის/რისკის დაწესებულებისათვის.

მუხლი 4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე:

ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები;

ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი;

გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი;

დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა;

ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;

ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;

თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება;

ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები;

კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა;

ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები;

მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები;

ნ) მსჯავრდებულის ასაკი;

ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება;

პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა;

ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.

მუხლი 5. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეები და მსჯავრდებულთა შესაბამის დაწესებულებაში განთავსება

1. საშიშროების რისკის სახეებია:

ა) დაბალი;

ბ) საშუალო;

გ) მომეტებული;

დ) მაღალი.

2. საშიშროების დაბალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის დაბალი (მინიმალური). დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

3. საშიშროების საშუალო რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის საშუალო. საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

4. საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

5. საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

თავი II

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურა

მუხლი 6. მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფი

1. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშაოს არაუმეტეს 700 მსჯავრდებულის მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში, ჯგუფი ვალდებულია, მოცემული მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდისაგან, რომელიც ჯგუფს ინფორმაციას აწვდის დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ჯგუფი შედგება სპეციალური პენიტენციური სამსახურის არანაკლებ 3 თანამშრომლისგან.

3. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

ა) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების არანაკლებ 1 წარმომადგენელი;

ბ) დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების არანაკლებ 1 წარმომადგენელი;

გ) სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის არანაკლებ 1 წარმომადგენელი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს ჯგუფის წევრად ბრძანებით ნიშნავს/ათავისუფლებს დირექტორი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს – დირექტორი, სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

5. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.

მუხლი 7. ჯგუფის საქმიანობის წესი

1. ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ დანართი №1-ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. მსჯავრდებულთა შერჩევისას ჯგუფი ვალდებულია, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციოს:

ა) პირველად მსჯავრდებულებს;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;

გ) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

დ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

2. შერჩეულ მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავება ხდება მსჯავრდებულთა გვარების მიხედვით, ანბანური თანმიმდევრობით. ჯგუფის სხდომას, საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად, იწვევს და წარმართავს ჯგუფის უფროსი.

3. ანბანური თანმიმდევრობით შედგენილი მსჯავრდებულთა სიის მიხედვით, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ დანართი №1-ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი.

4. დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმა მოწმდება ჯგუფის ბეჭდით, რომელიც ინახება ჯგუფის უფროსთან. ჯგუფის უფროსი ვალდებულია ჯგუფის ბეჭდით დაამოწმოს ჯგუფის მიერ შედგენილი ყოველი დოკუმენტის თითოეული გვერდი ქვედა მარჯვენა კუთხეში. ჯგუფის ბეჭდის ფორმას ამტკიცებს გენერალური დირექტორი.

5. ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდს (შემდგომში – გუნდი).

6. დირექტორი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გუნდისათვის გაგზავნასთან ერთად, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს უგზავნის იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა შესახებაც გუნდს გაეგზავნა ჯგუფის მიერ დამუშავებული ინფორმაცია.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ელექტრონული ფორმით.

8. ჯგუფის წევრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ჯგუფის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

მუხლი 8. გუნდი

1. გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.

2. გუნდი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. გუნდის შემადგენლობაში შედიან: სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები (სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი), აგრეთვე, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს, ოპერატიული სამმართველოსა და სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს წარმომადგენელი.

3. გუნდი უფლებამოსილია საკითხის განხილვისას სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ექიმი, სპეციალური ცოდნის მქონე სხვა პირი ან პირი, რომელსაც შეუძლია გუნდს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე.

მუხლი 9. გუნდის დაკომპლექტების წესი

1. გუნდს ქმნის გენერალური დირექტორი ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება გუნდის ძირითადი და სათადარიგო წევრები, აგრეთვე, გუნდის უფროსი და მისი მოადგილე.

2. გუნდის ძირითად და სათადარიგო წევრებს გენერალურ დირექტორს წარუდგენენ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის დირექტორი. სათადარიგო წევრად უნდა წარედგინოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ორი მოსამსახურე, რომელთაგან ერთი მოსამსახურე სათადარიგო წევრად ინიშნება გუნდის დაკომპლექტებისას, ხოლო მეორე მოსამსახურე – ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. გუნდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს გუნდის უფროსის მოადგილე.

4. გუნდის წევრი თავისუფლდება გუნდის წევრის მოვალეობის შესრულებისგან გენერალური დირექტორის ბრძანებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) პირადი განცხადება;

ბ) არასაპატიო მიზეზით სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

გ) დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.

მუხლი 10. გუნდის წევრის უფლება-მოვალეობები

1. გუნდის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს გუნდს;

ბ) იწვევს და წარმართავს გუნდის სხდომებს;

გ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;

დ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ე) ზედამხედველობს გუნდის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) გუნდის სახელით უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. გუნდის წევრს უფლება აქვს:

ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს გუნდის საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს საქმის მასალებს.

3. გუნდის წევრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

4. გუნდის წევრი ვალდებულია დაიცვას მიღებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გუნდის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

5. გუნდის წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ გენერალური დირექტორის წინაშე.

6. გუნდის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.

მუხლი 11. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა

1. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).

2. განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს გუნდის წევრებისთვის მასალების მიწოდებას;

გ) ასრულებს გუნდის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

დ) აწარმოებს გუნდის მიერ განხილული საქმეების რეესტრს;

ე) გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული სახით აღრიცხვისა და სისტემატიზაციისათვის, გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოადგენს გუნდს (გარდა სასამართლო პროცესებისა);

ზ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

3. განყოფილების მოსამსახურე ესწრება სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

4. განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

მუხლი 12. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების მომზადების წესი

1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული მსჯავრდებულთა სიის დამუშავების მიზნით, სიის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებიდან მოპოვებული და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის მიხედვით ავსებს დანართი №2-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს.

2. დანართი №2-ით დადგენილ ფორმაში ისეთი ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით გუნდს ეგზავნება საიდუმლო საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

3. მსჯავრდებულ(ებ)ის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან მიღებული მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა გუნდის წევრებს.

მუხლი 13. გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით.

2. გუნდის სხდომა დახურულია და იმართება არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ.

3. სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც მიეთითება ინფორმაცია თითოეული წევრის პოზიციისა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი.

4. გუნდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება გუნდის არანაკლებ 5 ძირითადი ან/და სათადარიგო წევრი.

5. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.

6. სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია გუნდის გადაწყვეტილება და ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. გუნდი უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მასალები.

8. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასების შედეგად.

9. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის გენერალურ დირექტორს.

10. მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი რისკის სახის დადგენის შემთხვევაში, გუნდის სხდომის ოქმი, რომელშიც გუნდის გადაწყვეტილებაა ასახული, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გენერალური დირექტორი უგზავნის მსჯავრდებულს დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით. მსჯავრდებულის მიერ დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარის შემთხვევაში, გენერალური დირექტორი გუნდს უკან უბრუნებს გადაწყვეტილებას ამ პუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის ხელახალი დადგენის მიზნით.

11. გუნდის სხდომის ოქმი, რომელშიც გუნდის გადაწყვეტილებაა ასახული, ეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით.

მუხლი 14. გუნდის წევრის თვითაცილება

1. გუნდის წევრი ვერ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ან სხვა ახლო ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან; ასევე, თუ არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. მსჯავრდებულთა სიისა და მასალების მიღებისთანავე გუნდის წევრები სხდომის დაწყებამდე ეცნობიან მსჯავრდებულთა სიას და მათ შესახებ ინფორმაციას. გუნდის წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, განაცხადოს თვითაცილების თაობაზე.

3. გუნდის წევრის თვითაცილების შემთხვევაში, სხდომა ტარდება და გადაწყვეტილება მიიღება ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. მისი ჩანაცვლება ხდება შესაბამისი სათადარიგო წევრით, რომელსაც გუნდის უფროსი დაუყოვნებლივ უკავშირდება. სათადარიგო წევრი უნდა იყოს აცილებული წევრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი.

4. გუნდის უფროსის თვითაცილების შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს მისი მოადგილე. გუნდის უფროსისა და მისი მოადგილის თვითაცილების შემთხვევაში, გენერალური დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს გუნდის ახალ უფროსსა და მის მოადგილეს.

5. გუნდის ძირითადი და მისი სათადარიგო წევრის თვითაცილების შემთხვევაში, ახალ წევრად გენერალური დირექტორის მიერ დაუყოვნებლივ დაინიშნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან წარდგენილი ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სათადარიგო წევრი.

6. თუ გუნდის წევრი არ განაცხადებს ან დაგვიანებით განაცხადებს თვითაცილების შესახებ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობისას, მას შესაძლოა დაეკისროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი.

მუხლი 15. მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება

1. გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დატოვების, ასევე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს გენერალური დირექტორი, გუნდის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ის მსჯავრდებული, რომელსაც საშიშროების რისკი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე განსაზღვრული არ ჰქონია (შემდგომში – ახალშემოსული მსჯავრდებული), გენერალური დირექტორის ბრძანებით მოთავსდება თავისუფლების აღკვეთის შესაბამის დაწესებულებაში სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში. თუ ახალშემოსული მსჯავრდებულის საშიშროების რისკი განსაზღვრულ იქნა უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, გენერალური დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მოცემული შეფასების მიხედვით.

3. გენერალური დირექტორის ბრძანების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა, დეპარტამენტი უზრუნველყოფს ახალშემოსული მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნას.

4. ახალშემოსული მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 90 დღის გასვლიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის ხელახალი განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა ან/და რომლის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საშიშროების რისკის გადაფასების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის დაწესებულების სასჯელის მოხდის რეჟიმი.

6. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა შეასრულოს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.

7. მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის დადგენის მიუხედავად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის მიზნით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს დახურული ტიპის ან მაღალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როდესაც არსებობს პატიმრობის კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების რომელიმე საფუძველი, ან თუ არსებობს მსჯავრდებულის სიცოცხლის/ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების ანდა მისი დისკრიმინაციისაგან დაცვის აუცილებელობა მისივე წარსული საქმიანობიდან, ცხოვრების წესიდან, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან ან სხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დახურული ტიპის ან მაღალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ვრცელდება საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულისათვის დადგენილი პაემნისა (ხანმოკლე, ხანგრძლივი, ვიდეოპაემანი) და სატელეფონო საუბრის უფლებები.

8. გენერალური დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, რომელ დაწესებულებაში იქნება მსჯავრდებული გადაყვანილი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით.

9. მსჯავრდებული, შეძლებისდაგვარად, გადაყვანილი უნდა იქნეს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი რისკის დაწესებულებაში.

მუხლი 16. მსჯავრდებულის უფლება მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილების გაცნობაზე

1. გუნდის სხდომის ოქმი, რომელშიც გუნდის გადაწყვეტილებაა ასახული, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გენერალური დირექტორის ბრძანებასთან ერთად გასაცნობად ეგზავნება მსჯავრდებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. მსჯავრდებულს, მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის ოქმი და საქმის მასალები შეიძლება გაეცნოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციიდან გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ღია ინფორმაციის მიწოდების გზით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 17. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასება

1. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას.

2. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება:

ა) საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია;

ბ) საშიშროების მომეტებული რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 18 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია;

გ) საშიშროების საშუალო რისკის დადგენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან მსჯავრდებულის პირადი განცხადების საფუძველზე;

დ) საშიშროების დაბალი რისკის დადგენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან სხვა გარემოებათა ცვლილებისას ან/და როცა მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

3. №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებული მსჯავრდებულის, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასება/გადაფასება ხდება მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, დირექტორი გუნდს აწვდის დანართი №1-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა იწყება ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით და ხორციელდება ამ წესის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული წესით.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დანართი №1-ით განსაზღვრული ინფორმაცია. დირექტორი თავის მიმართვაში უთითებს იმ ახალ გარემობებზე, რომელთა არსებობის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების საჭიროების თაობაზე. მოცემული ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია დირექტორმა შეიძლება მიიღოს როგორც ჯგუფისგან, ასევე მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლისაგან.

მუხლი 18. გუნდის და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება

გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება მსჯავრდებულის მიერ ერთჯერადად გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე გენერალური დირექტორის ბრძანებასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში, გენერალური დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

395-2.doc DOC

დანართი №1

მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა

ნაწილი I

(ივსება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის / ჯგუფის წევრის – პენიტენციური დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურის მიერ)

სპეციალური პენიტენციური სამსახურის №________ პენიტენციური დაწესებულება

1. მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ:

1.1 სახელი_________________ გვარი_________________ მამის სახელი_________________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №____________________________________________________

1.3 დაბადების თარიღი ___________________________________________________________

1.4 დაბადების ადგილი ___________________________________________________________

1.5 ასაკი (ფორმის შევსების მომენტისათვის)_________________________________________

1.6 იურიდიული მისამართი_______________________________________________________

1.7 ფაქტობრივი მისამართი _______________________________________________________

1.8 საცხოვრებელი კორპუსი_______________________ საკნის №_______________________

2. ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულისა და სასჯელის შესახებ:

2.1 განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება

__________________________________________________________________________________

2.2 განაჩენის მიღების თარიღი და ნომერი

__________________________________________________________________________________

2.3 დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი):_____________________________________

2.4 დანაშაულის ხასიათის მოკლე აღწერა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი:

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

2.5 დანიშნული სასჯელის/სასჯელების სახე/სახეები

______________________________________________________________________________

2.6 დანიშნული სასჯელის/სასჯელების ხანგრძლივობა

______________________________________________________________________________

2.7 ამჟამინდელი სასჯელის დასაწყისი___________ სასჯელის დასასრული __________

2.8 დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა: წელი _______ თვე _______ დღე _______

2.9 მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა:

(ამჟამად განთავსებულ დაწესებულებაში მოთავსებიდან ფორმის შევსების მომენტამდე)

წელი _______ თვე _______ დღე _______

3. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურებული ფაქტები:

3.1 მსჯავრდებული არის ქურდული სამყაროს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრი

___________________________________________________________________________

3.2 მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ __________________________________________________________________________________

3.3 მსჯავრდებული არის კანონიერი ქურდი ____________________________________________

3.4 მსჯავრდებულია ტერორიზმისთვის ________________________________________________

4. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები:

4.1 ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული

‡ დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

‡ არა

4.2 ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული

‡ დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

‡ არა

4.3 ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული

‡ დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

‡ არა

4.4 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაული

‡ დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): _____________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა: _______________________________________

‡ არა

5. გაქცევის ფაქტები (არსებობის შემთხვევაში):

• დროებითი მოთავსების იზოლატორიდან;

• თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან;

• დაწესებულების დროებით დატოვებისას ან/და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას;

• გაყვანა/გადაყვანა/ექსტრადირებისას;

• პატიმრობის დაწესებულებიდან;

• ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან;

• დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

• ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

• დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

• განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;

• არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან;

• გაქცევა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

• სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება.

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პირად მონაცემებთან დაკავშირებით:

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

ნაწილი II

(ივსება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის /ჯგუფის წევრის – პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის მიერ)

6. დისციპლინური დარღვევები მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

‡ ერთი შემთხვევა______________________________________________________________

‡ ორი შემთხვევა_______________________________________________________________

‡ 3 და მეტი შემთხვევა__________________________________________________________

7. დისციპლინური დარღვევა, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში მოთავსება/დისციპლინური პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

8. დისციპლინური სახდელების ისტორია:

‡ არც ერთი ბოლო 25 და მეტ თვეში

‡ არც ერთი ბოლო 19-24 თვეში

‡ არც ერთი ბოლო 13-18 თვეში

‡ არც ერთი ბოლო 7-12 თვეში

‡ არც ერთი ბოლო 6 თვეში

9. წახალისების ფორმები მიმდინარე სასჯელის პერიოდში:

‡ ერთი შემთხვევა_________________________________________________________________

‡ ორი შემთხვევა__________________________________________________________________

‡ 3 და მეტი შემთხვევა_____________________________________________________________

10. თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები:

‡ ბოლო 1 წლის განმავლობაში

რაოდენობა_______________________________________________________________________

ხარისხი__________________________________________________________________________

‡ ბოლო 5 წლის განმავლობაში

რაოდენობა_______________________________________________________________________

ხარისხი__________________________________________________________________________

‡ ბოლო 10 წლის განმავლობაში

რაოდენობა_______________________________________________________________________

ხარისხი__________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით:

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

ნაწილი III

(ივსება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის / ჯგუფის წევრის – სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ)

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ან პირადი ინიციატივით (საამისოდ სათანადო პირობების არსებობისას), მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

11. ჩართულობა სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში:

← არ აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პროგრამებში მონაწილეობის მიმართ;

← მსჯავრდებულის განცხადებით, მას აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა მისი ქცევა საწინააღმდეგოზე მიუთითებს;

← აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ არა აქვს შესაძლებლობა;

← მონაწილეობს/მონაწილეობდა პროგრამებში. ამ ველის მონიშვნის შემთხვევაში ივსება შემდეგი ცხრილი:

|N |პროგრამის |აქტივობა, რომელიც განხორციელდა |პროგრამის ტიპი |მიმდინარეობა |

| |დასახელება |საშიშროების რისკის ბოლო |(მონიშნეთ შესაბამისი ველი) |(მონიშნეთ შესაბამისი ველი) |

| | |გადაფასებიდან დღემდე | | |

| | | |დასრულებული |მიმდინარე |

| | | |დასრულებული|მიმდინარე | |

| | | | | | |

| | | | | | |

| | | | | | |

კომენტარი (საჭიროების შესაბამისად)_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით (მიეთითება როგორც რისკ ფაქტორები, ასევე დამცავი ფაქტორები):

ანტისოციალური ურთიერთობები (ურთიერთობა ანტისოციალური ქცევის მქონე პირებთან; კრიმინალის მიმართ მიმღებლობა ან გავლენის ქვეშ მოქცევა; დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციის/თანამესაკნეების/სხვა ჯგუფების მიმართ)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ცვლილებების მოტივაცია (მზობა ცვლილებებისთვის, რაც უკავშირდება დანაშაულებრივ ქცევას; იმის გააზრება, თუ კონკრეტულად რისი ცვლილებაა საჭირო; კონსტრუქციული/რეალისტური გეგმები მომავლისთვის)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

აზროვნება და ქცევის კონტროლი (საკუთარი აზრის გამოხატვა აგრესიის გარეშე; კონტროლი ემოციებსა და ქცევებზე; აგრესიულობა სხვების მიმართ, განსაკუთრებით მათი კონტროლის მიზნით; კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებული სირთულეები; წარსული გამოცდილების/შეცდომების გათვალისწინება; პრობლემასთან გამკლავების საჭირო უნარები; საკუთარი ქმედებების და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

დანართი №2

(საიდუმლო - წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

(ივსება პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ)

1. მსჯავრდებულის პირადი მონაცემები:

1.1 სახელი _________ გვარი _________ მამის სახელი_________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №________________

2. დამოკიდებულება კრიმინალურ სუბკულტურასთან ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან/ორგანიზაციასთან:

2.1 მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრს, ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ, რაც დგინდება შემდეგით:

2.1.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს კრიმინალური

იდეოლოგიის მიმდევრობას, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრობას)

2.1.2 ტატუირება (მსჯავრდებულს აქვს ტატუები, რომლებიც მიუთითებენ კრიმინალური

იდეოლოგიის მიმდევრობაზე, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრობაზე)

_______________________________________________________________________________________

2.1.3 ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან)

_______________________________________________________________________________________

2.1.4 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

_______________________________________________________________________________________

2.1.5 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს კრიმინალური იდეოლოგიის, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში)

_______________________________________________________________________________________

2.1.6 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_______________________________________________________________________________________

2.1.7 ინფორმაცია პრესიდან/ტელევიზიიდან/რადიომაუწყებლობიდან/სოციალური ქსელებიდან (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, წარმოადგენდა მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_______________________________________________________________________________________

2.1.8 მონაწილეობა, ან ასეთის მცდელობა კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებისათვის დამახასიათებელ აქტივობაში

_______________________________________________________________________________________

2.2 მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს, რაც დგინდება შემდეგით:

2.2.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს ტერორისტობას ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს)

_______________________________________________________________________________________

2.2.2 ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

_______________________________________________________________________________________

2.2.3 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

_______________________________________________________________________________________

2.2.4 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს ტერორისტის ან ტერორისტულ ორგანიზაციათა გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში, ან იგი იღებს ფინანსურ მხარდაჭერას ტერორისტისგან ან ტერორისტული ორგანიზაციიდან)

_______________________________________________________________________________________

2.2.5 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს)

_______________________________________________________________________________________

2.2.6 ინფორმაცია პრესიდან/ტელევიზიიდან/რადიომაუწყებლობიდან/სოციალური ქსელებიდან (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_______________________________________________________________________________________

3. დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია ან პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან/და უსაფრთხოების სამსახურების მიერ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის ქმედებით შესაძლოა სახელმწიფო უშიშროების ისეთი ხელყოფა, რაც გამოიწვევს მძიმე შედეგს ან ისეთ შედეგს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი)

_______________________________________________________________________________________

4. აგრესიის გამოვლენის ფაქტები სხვა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიმართ

_______________________________________________________________________________________

5.დამოკიდებულება დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

6. დაწესებულების მოსამსახურეზე ზეგავლენის მოხდენა/მცდელობა დამატებითი პრივილეგიის მიღების მიზნით თავისთვის ან/და სხვისთვის

_______________________________________________________________________________________

7. აგრესიის გამოვლენის ფაქტები დაწესებულების მოსამსახურეთა ან დაწესებულებაში დროებით შესულ პირთა მიმართ

8. დამოკიდებულება:

8.1 ალკოჰოლისადმი (მათ შორის, დამზადება)

_______________________________________________________________________________________

8.2 ფსიქოტროპული საშუალებებისადმი (ექიმის დანიშნულების გარეშე, ან

დანიშნულების დარღვევით)

_______________________________________________________________________________________

8.3 ნარკოტიკული საშუალებებისადმი

_______________________________________________________________________________________

8.4 ახალი ფსიქოატიური ნივთიერებებისადმი

_______________________________________________________________________________________

8.5 აზარტული თამაშებისადმი

_______________________________________________________________________________________

9. აკრძალული ნივთების, ნივთიერებების შეძენის, გასაღების, შენახვის, ტარების, დამზადების, განკარგვის ან ასეთის მცდელობის ფაქტები

_______________________________________________________________________________________

10. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

11. მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილია დანაშაული

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________