საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4613-IIს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.019502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. მგზავრი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

2. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის  ვადაში ჯარიმისა და საურავის  გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2019 წ.

N4613-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.05.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4613-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.019502.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4613-IIს, 29.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019502 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4559003/