მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „აქსიფინა“- ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№877
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №877

2019 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „აქსიფინას“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის  ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის № 58/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობების“  მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ პირველი მუხლის  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე:   

1 . გაუქმდეს შპს „აქსიფინას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404527339) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 1180317 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აქსიფინას“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“  საქართველოს  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 3 აპრილის  №296 განკარგულება;

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „აქსიფინას“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);

4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს;

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს   ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების

ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი                                                        ირმა ბოკუჩავა