შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - როზა ნარუშვილი, N407)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 407
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536
დირექტორი: ნინო არაბიძე
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის
ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)
მესაკუთრე: როზა ნარუშვილი, პირადი №19001073345
მოვალე (მსესხებელი): კახაბერ იზორია, პირადი №62001007448
იპოთეკის ხელშეკრულება: 123123182521, თარიღი 15/04/2013
ვალდებულების წარმოშობა: 17.03.2012 წლის №0050.2224168.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
09.02.2018წლის N2224168-9600427 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი ქალაქი ზუგდიდი, ქუჩა ენგელსი, №115, საკადასტრო კოდი: 43.31.74.188
სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში: 39 449.63აშშ დოლარი
აუქციონის ჩატარების დრო: 27/05/2019 16:00 საათიდან 30/05/2019 13:30 საათამდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 39449.63 აშშ დოლარი და 590.00 ლარი
უძრავი ნივთის აღწერა: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება,ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 720.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 43.31.74.045
გარდამავალი უფლებები: არა
აუქციონის პირობები:
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით
2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე
3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით
4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი ნინო არაბიძე