„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №174 |
|
2019 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ, 186, 28/12/2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
|
1. მე-13 მუხლის: |
ა)
მე -19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები“ (1300) – მოიცავს: ფასიან ქაღალდების, გარდა აქციებისა (1310), მოკლევადიან სესხებს (1320), აქციებს და სხვა კაპიტალს (1330), სხვა ფინანსურ აქტივებს (1340), სხვა მოკლევადიან დებიტორულ დავალიანებებს (1350), საგადასახადო აქტივებს (1360) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან ფინანსურ აქტივებს (1370). “; |
ბ)
25 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. ანგარიში – „სხვა ფინანსური აქტივები“ (1340) – მოიცავს შემდეგ ანგარიშებს: დაზღვევა, პენსიები და სტანდარტული გარანტიის სქემები (1341) და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და თანამშრომელთა ოფციონები (1342).“; |
გ)
25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 პუნქტები:
„251. ანგარიშზე – „დაზღვევა, პენსიები და სტანდარტული გარანტიის სქემები“ (1341) – აღირიცხება დაზღვევა, პენსიები და სტანდარტული გარანტიის სქემები – რომელიც შედგება საოჯახო მეურნეობების მიერ საპენსიო ფონდებსა და სიცოცხლის დაზღვევის რეზერვებში ჩადებული საშუალებების წმინდა ღირებულებისაგან, საშუალებებისაგან, რომელიც მიღებულია წინასწარ გადახდილი პრემიებისაგან, აგრეთვე, სადაზღვევო ანაზღაურების დაუფარავი მოთხოვნების რეზერვისგან. 252. ანგარიშზე – „წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და თანამშრომელთა ოფციონები“ (1342) – აღირიცხება ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც წარმოქმნილია სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზაზე.“; |
დ)
26 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები“ (1350) – მოიცავს: საბიუჯეტო სესხებზე დარიცხულ პროცენტებს (1351), არასაბიუჯეტო სესხებზე დარიცხულ პროცენტებს (1352), დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხულ პროცენტებს (1353), მოთხოვნებს დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით (1354), მოთხოვნებს ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით (1355), მოთხოვნებს ფულადი სახსრების დანაკლისებით (1356), მოთხოვნები დამქირავებლის საპენსიო სქემაში შენატანით (1357) და მოთხოვნები დაქირავებულების საპენსიო სქემაში შენატანით (1358).“; |
ე)
32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 და 322 პუნქტები:
„321 ანგარიშზე – „მოთხოვნები დამქირავებლის საპენსიო სქემაში შენატანით“ (1357) – აღირიცხება დამქირავებლის მიერ საპენსიო სქემაში შენატანით წარმოქმნილი აქტივი. 322. ანგარიშზე – „მოთხოვნები დაქირავებულების საპენსიო სქემაში შენატანით“ (1358) – აღირიცხება დაქირავებულების მიერ საპენსიო სქემაში შენატანით წარმოქმნილი აქტივი.“; |
ვ)
34-ე - 37-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. ანგარიშზე – „საშემოსავლო გადასახადი“ (1361) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი. 35. ანგარიშზე – „მოგების გადასახადი“ (1362) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მოგების გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი. 36. ანგარიშზე – „ქონების გადასახადი“ (1363) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონების გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი. 37. ანგარიშზე – „დამატებული ღირებულების გადასახადი“ (1364) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული „დამატებული ღირებულების გადასახადით“ წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი.“; |
ზ)
39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. ანგარიშზე – „იმპორტის გადასახადი“ (1366) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, საქონლის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას იმპორტის გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი. “; |
თ)
47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„47 .ანგარიშზე – „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით“ (1432) – აღირიცხება მოთხოვნები, რომლებიც წარმოქმნილია არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით ავანსად გაცემული სახსრებით.“. |
2.
მე-14 მუხლის: |
ა)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფინანსური აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება სუბსიდიების (7500), გრანტების (7600) ან კაპიტალური ტრანსფერები რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (7822) ანგარიშის დებეტსა და ფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“; |
ბ)
მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნას; |
გ)
27-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი აისახება „საშემოსავლო გადასახადის“ - 1361 ანგარიშის დებეტსა და შესაბამისი მოკორესპონდენტო ანგარიშის კრედიტში.“; |
დ)
27- ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 პუნქტი:
„271. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საპენსიო შენატანი აისახება „მოთხოვნები დამქირავებლის მიერ გაწეული საპენსიო შენატანით“ – 1357 ანგარიშის დებეტსა და შესაბამისი მოკორესპონდენტო ანგარიშის კრედიტში.“. |
3.
მე-19 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშზე „მოკლევადიანი არაფინანსური აქტივები – მატერიალური მარაგები“ (1600) აღირიცხება „არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ და „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ შესაბამისად განსაზღვრული მატერიალური მარაგები, რომლებიც, ამ ინსტრუქციით, მოკლევადიან არაფინანსურ აქტივებად კლასიფიცირდება.“; |
ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი.
„11. „არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის ორგანიზაციის განკარგულებაში არსებული სტრატეგიული მარაგები აღირიცხება – „სტრატეგიული მარაგები“ (1610) ანგარიშზე; |
გ)
მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგები“ (1627) – სამეურნეო მასალები, საკანცელარიო ნივთები, საწვავი სამეურნეო საჭიროებისთვის, საწვავი და ზეთი მანქანა-დანადგარებისთვის, კვების პროდუქტები და სხვადასხვა მატერიალური მარაგები, რომლებიც არ აღირიცხება მატერიალური მარაგების (1620) შესაბამის ანგარიშებზე.“. |
4.
მე-20 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მატერიალური მარაგების უსასყიდლოდ მიღება ბუღალტრულად აღირიცხება მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300), ტრანსფერები რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (6440) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მატერიალური მარაგების მიღება ჩამოწერილი ძირითადი აქტივების დაშლის შედეგად, აღირიცხება მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და მიმდინარე ტრანსფერები რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (6441) ანგარიშის კრედიტში.“; |
გ)
მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მატერიალური მარაგების გასვლა აღირიცხება მოთხოვნები ბარტერით (1410) ან მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით (1355) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და შემოსავლების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში და რეალიზებული მარაგების თვითღირებულებით აისახება საქონლისა და მომსახურების (7200) ანგარიშის დებეტსა და მატერიალური მარაგების (1600) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. 7. მატერიალური მარაგების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება სუბსიდიების (7500), გრანტების (7600), სოციალური უზრუნველყოფის (7700) და მიმდინარე ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (7821) ანგარიშების დებეტსა და მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“; |
დ)
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
5.
23-ე მუხლის: |
ა)
მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხორციელდება საოჯახო მეურნეობათა ჯგუფების მიერ კოლექტიური მოხმარების მიზნით და მათი დასრულების შემდეგ, ასეთი ნაგებობის საკუთრების უფლება გადაეცემა სახელმწიფო ერთეულს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს მათ მოვლა-შენახვაზე, აქტივის სახით ნაგებობის მიღება სასაქონლო ფორმით კაპიტალური ტრანსფერის მიღებასთან ერთად, აისახება შენობა-ნაგებობების (2110) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და კაპიტალური ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (6442) ანგარიშის კრედიტში.“ 10. ძირითადი აქტივების გაყიდვა: ა) საბალანსო ღირებულებით აღირიცხება ფინანსური აქტივების და მოთხოვნების (1100-1500) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში; ბ) საბალანსო ღირებულებასა და გაყიდვის ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, ნამეტი/შემცირებული თანხა აისახება საოპერაციო შემოსავლების (6423)/საოპერაციო ხარჯების (7821) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში/დებეტში ფინანსური აქტივების და მოთხოვნების (1100-1500)/ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების დებეტთან/კრედიტთან კორესპონდენციით.“; |
ბ)
მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება გრანტების (7600) ან კაპიტალური ტრანსფერები რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული(7822) ანგარიშის დებეტსა და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“. |
6.
27-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. არაწარმოებული აქტივების სხვა ერთეულებისგან უსასყიდლოდ მიღება აისახება არაწარმოებული აქტივების (2400) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300) ან ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (6440) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“. |
7.
29-ე მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანგარიში – „მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები“ (3100) მოიცავს: ვალდებულებებს დეპოზიტებით (3110), ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით, გარდა აქციებისა (3120), ვალდებულებულებებს მოკლევადიანი სესხებით (3130), ვალდებულებებს აქციებით და სხვა კაპიტალით (3140) და სხვა ფინანსური ვალდებულებები (3150). “; |
ბ)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ანგარიში – „სხვა ფინანსური ვალდებულებები (3150) – მოიცავს შემდეგ ანგარიშებს: დაზღვევა, პენსიები და სტანდარტული გარანტიის სქემები (3151) და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და თანამშრომელთა ოფციონები აქციებზე (3152).“ |
გ)
მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:
„101. ანგარიშზე – „დაზღვევა, პენსიები და სტანდარტული გარანტიის სქემები“ (3151) – აღირიცხება დაზღვევა, პენსიები და სტანდარტული გარანტიის სქემები - რომელიც შედგება საოჯახო მეურნეობების მიერ საპენსიო ფონდებსა და სიცოცხლის დაზღვევის რეზერვებში ჩადებული საშუალებების წმინდა ღირებულებისაგან, საშუალებებისაგან, რომელიც მიღებულია წინასწარ გადახდილი პრემიებისაგან, აგრეთვე, სადაზღვევო ანაზღაურების დაუფარავი მოთხოვნების რეზერვისგან.“ 102. ანგარიშზე – „წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და თანამშრომელთა ოფციონები აქციებზე“( 3152) – აღირიცხება ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც წარმოქმნილია სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზაზე.“; |
დ)
მე-12 და მე - 13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ანგარიშზე – „საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ (3210) – აღირიცხება საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით მატერიალური მარაგების შეძენით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები. 13. ანგარიშზე – „არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ (3220) – აღირიცხება არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების (გარდა მატერიალური მარაგებისა) კლასიფიკაციით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.“; |
ე)
მე-16 - მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ანგარიშზე – „გადასახდელი მოგების გადასახადი“ (3241) – აღირიცხება ორგანიზაციის მიერ არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მოგების გადასახადი. 17. ანგარიშზე – „გადასახდელი დღგ“ (3242) – აღირიცხება არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახდელი დღგ-ის გადასახადი.“; 18. ანგარიშზე – „გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი“ (3243) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულება.“; |
ვ)
21-ე - 24- ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ანგარიშზე – „გადასახდელი ქონების გადასახადი“ (3246) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახდელი ქონების გადასახადი. 22. ანგარიშზე – „გადასახდელი აქციზის გადასახადი“ (3247) – აღირიცხება აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გადასახდელი აქციზი. 23. ანგარიშზე – „გადასახდელი იმპორტის გადასახადი“ (3248) – აღირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადი, რომლის გადახდაც ხდება საქონლის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთის დროს. 24. ანგარიში – „მომუშავეებთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ (3250) მოიცავს: შტატით მომუშავეთათვის დარიცხულ ხელფასებს (3251), შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დარიცხული ხელფასებს (3252), ვალდებულებებს მივლინებით ქვეყნის შიგნით (3253), ვალდებულებებს მივლინებით ქვეყნის გარეთ (3254),დამქირავებლის მიერ ფულადი ფორმით გაწეულ სოციალურიდახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3255), დამქირავებლის მიერ სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3256), ვალდებულებებს ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული თანხებით (3257), გადასახდელ სტიპენდიებს (3258) და სოციალური დაზღვევის ანარიცხებს (3259). “ |
ზ)
26 - ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. ანგარიშზე – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დარიცხული ხელფასები“ (3252) – აღირიცხება დამქირავებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გასაცემი თანხები.“. |
8.
30-ე მუხლის: |
ა)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სესხის აღება აისახება ფულადი სახსრების (1200) შესაბამისი ანგარიშების დებეტში, ვალდებულებები სესხებით (3130/3310) ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო დაფარვა ვალდებულებები სესხებით (3130/3310) ანგარიშის დებეტში, ფულადი სახსრების (1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.“; |
ბ)
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მოგების გადასახადი აღირიცხება 7821 ანგარიშის დებეტსა და 3241 ანგარიშის კრედიტში.“; |
გ)
მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებების წარმოშობა კანონმდებლობით დადგენილი ყველა სახის გადასახადის (გარდა 3241, 3242, 3243 , 3247, 3248 ანგარიშებზე აღრიცხული გადასახადებისა), ჯარიმების, მოსაკრებლების, საკომისიოების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების თანხებით, აღირიცხება მიმდინარე ტრანსფერები რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (7821) ანგარიშის დებეტსა და 3244/3246 ანგარიშის კრედიტში, ხოლო გადახდა, 3244/3246 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“; |
9.
34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის, დამატებით გამოყენებულია შემდეგი ანგარიშები: ა) მიმდინარე/კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით (ანგარიშები 6311; 6312) – აღირიცხება ფულადი ფორმით მიღებული მიმდინარე და კაპიტალური გრანტები: ბ) მიმდინარე/კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით (ანგარიშები 6321; 6322) – აღირიცხება სასაქონლო ფორმით მიღებული მიმდინარე და კაპიტალური გრანტები; გ) მიმდინარე ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (ანგარიში 6441) – აღირიცხება მიმდინარე მიზნებისათვის მიღებული მიმდინარე ტრანსფერები რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული; დ) კაპიტალური ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (ანგარიში 6442) – აღირიცხება კაპიტალური მიზნებისათვის მიღებული კაპიტალური ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული.“. |
10.
38 - ე მუხლის მე-6 ,პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფასების დონისა და სტრუქტურის ცვლილებების შედეგად აქტივის ან ვალდებულების ფულადი ღირებულების ცვლილების (გადაფასების) შედეგად იმის გათვალისწინებით, რომ აქტივი ან ვალდებულება რაოდენობრივად ან ხარისხობრივად არ შეცვლილა;“. |
11.
მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. საცნობარო მუხლში „ჩამოწერილი კრედიტორული დავალიანება (13) – აღირიცხება კრედიტორული დავალიანებების არარეალურობის, ძიების ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა შემთხვევაში (გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოწერილი დავალიანებისა) ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში, გარემო პიროებების შეცვლის შემთხვევაში დავალიანებათა შესაძლო დაფარვის ვალდებულების წარმოქმნის მიზნით;“. |
12.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
|