სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 21 ივნისს, 12:00 საათზე, გაიმართება სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 .

კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ;

2. სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხელფასის განსაზღვრის შესახებ;

3. სს "სილქ როუდ ბანკის" 2018 წლის აუდირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

4. აქციონერთა კრებაზე აქციონერების მიერ წამოყენებული სხვა საკითხების განხილვის შესახებ.

 

სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2019 წლის 13 მაისი;

აქციონერთა კრებაზე თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2019 წლის 21 ივნისამდე მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/შესაძლებელია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე).

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2019.
როდის იქნა მიღებული „სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
„სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 17.05.2019. მიმღები ორგანო — სს "სილქ როუდ ბანკი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №0, 17.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4564990/